კურდღელი
ძუძუმწოვართა გვარი კურდღლისებრთა ოჯახისა
კურდღელი[1] (ლათ. Lepus) — ძუძუმწოვართა გვარი კურდღლისებრთა ოჯახისა. ცნობილია 30-მდე სახეობა. მათი სხეულის სიგრძეა 44–47 სმ, მასა 5 კგ-მდე. ყურები დინგზე გრძელი აქვთ. უკანა კიდურები სიგრძით წინას მნიშვნელოვნად აღემატება. ბეწვი ხშირი და რბილია. გავრცელებული არიან ევრაზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება რუხი კურდღელი (Lepus europaeus).[2] კურდღელთა უმრვლესობა ღია ბალახოვან ვაკეებზე ბინადრობს, რამდენიმე სახეობა — ანთროპოგენულ ლანდშაფტებსა და ტყეებში. ახასიათებთ რიცხოვნობის მნიშვნელოვანი ცვალებადობა. გადააქვთ ინფექციური დაავადებები (ტულარემია, ტაქსოპლაზმოზი და სხვ.).
კურდღელი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რუხი კურდღელი (Lepus europaeus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Lepus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Щипанов Н. А. Зайцы // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 183.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ hare — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 80.