რუხი კურდღელი
რუხი კურდღელი (ლათ. Lepus europaeus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 57-68 სმ, წონა 4-6 კგ. 7 კგ-მდე იშვიათად იზრდება. დამახასიათებელია სხეულის მსხვილი აღნაგობა. გარეგნულად თეთრანასგან განსხვავდება შედარებით გრძელი ყურებითა (9,4-14 სმ) და კუდით (7,2-14 სმ). თვალები მოყავისფრო-მოწითალოა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. გვხვდება საქართველოშიც. ნამარხი სახეობები ცნობილია აზერბაიჯანისა და ყირიმის ნახევარკუნძულის პლეისტოცენური ნალექებიდან. ბინადრობს ღია ადგილებში, ტყე-სტეპის, სტეპისა და ნახევარუდაბნო-სტეპის ლანდშაფტებში.
რუხი კურდღელი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Lepus europaeus | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 41280 | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუხი კურდღელი დაარქივებული 2015-12-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- რუხი კურდღელი (რუსული)