ომარ ტაკიძე
ომარ ტაკიძე (დ. 10 მაისი, 1973) — ქართველი პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის 27 ოქტომბრიდან.
ომარ ტაკიძე | |
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 27 ოქტომბერი, 2021 [1] |
დაბადებული | 10 მაისი, 1973 ნაღვარევი (შუახევის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | „ქართული ოცნება“ |
საიტი | შუახევის მერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1973 წლის 10 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში. დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. 1991-1993 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1996 წელს დაამთავრა დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობობით). 2003-2016 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 2012-2014 წლებში ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2016-2017 წლებში შპს „ეკონომიას“ დირექტორი. 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე. 2020 წლის 5 ოქტომბირიდან 2021 წლის აგვისტომდე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი. 2021 წლის 27 ოქტომბრიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მერი.
თვითმმართველობის არჩევნები 2021
რედაქტირება2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი როინ ზოიძე. ტაკიძემ პირველ ტურში ხმათა 56,32% (5481 ხმა) მიიღო და გამარჯვება პირველ ტურში მოახერხა. [2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა – ქართული ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-29. ციტირების თარიღი: 2023-04-29.
- ↑ არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2021-10-18.