მახუნცეთის ხიდიქვისთაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე, ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. მახუნცეთის ტერიტორიაზე.

მახუნცეთის ხიდი
კოორდინატები: 41°34′15″ ჩ. გ. 41°51′36″ ა. გ. / 41.5710278° ჩ. გ. 41.8601639° ა. გ. / 41.5710278; 41.8601639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მასალა რიყის ქვა
თაღების რაოდენობა 1
მახუნცეთის ხიდი — საქართველო
მახუნცეთის ხიდი
მახუნცეთის ხიდი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მახუნცეთის ხიდი

ხიდის აღწერა

რედაქტირება

ხიდის სიგრძე 24 მ. მარცხენა მისასვლელის სიგრძეა 1,75 მ, ხოლო მარჯვენასი 2 მ. შესაბამისად მისასვლელების სიგანეებია 3,24 მ და 3,70 მ. ხიდის სიგანე ცვალებადია. იგი მერყეობს 2 მ-დან 2,5 მ-მდე. ხიდი ყველაზე ვიწროა შუაწელში — 2 მ. მალი 20-25 მ. სიმაღლე თაღისა წყლის დონიდან 6 მეტრია. თაღის სიგანე თავბანდში 0,70 მ, ხოლო ქუსლში — 1,60 მ. ბურჯებად გამოყენებულია ბუნებრივი კლდე, რომელთა სიმაღლე სხვადასხვაა. კლდე ალაგ-ალაგ ამოშენებულია ქვებით.

ხიდის ასაგებად გამოყენებულია თლილი ქვა.

ფოსოები მუხანცეთის ხიდს არ აქვს. მალის სიდიდის გამო ხარაჩოების აგება აქ აუცილებელი იქნებოდა. ეს გარემოება გვაფიქრებინებს რომ, ხიდის მშენებლობის დროს მდინარეში ჩასობილი უნდა ყოფილიყო დროებითი ხიმინჯები, რომელზედაც ეწობოდა ხარაჩოები.

მახუნცეთის ხიდს არ ეტყობა ის დახვეწილი ტექნიკა და სამუშაოს სიფაქიზე, რაც კარგად შეინიშნება დანდალოს ხიდზე. მახუნცეთის ხიდს არ ჰქონია არც ლავგარდანი და არც მოაჯირი.

ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 38

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11706