ზენდიდის ციხე
ზენდიდის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში, ბეჟანიძეების საგვარეულო ციხე-სამაგრეთ არის მიჩნეული. მდებარეობს მაღალ გორაზე. მისი აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობისათვის აჭარისწყლისა და ჭოროხის აუზს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. VII-IX საუკუნეებში ბათუმ-არტანუჯის სავაჭრო ეკონომიკური კავშირის მთავარი ძარღვი ქედაში გადიოდა, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს „მცირე ქალაქის მსგავსად დაბა ქედაში“ ცხოვრობდა აჭარის ბეგი. გამომდინარე აქედან ქედას სათანადო დაცვა ესაჭიროებოდა. ეს დაცვა კი, წარმოდგენილი იყო ზენდიდის ციხის სახით. აჭარის ხეობაში სხვა საფორტიპიკაციული ნაგებობების, სახელდობრ კი ბეგოშვილების, ცივასულას, საღორეთის, მთის უბანის, ჩხუტუნეთის სხვა ციხეებთან ერთად, არა მარტო ქედის დაცვა ევალებოდა არამედ ხეობაში გასავალ ცენტრალურ სავაჭრო სტრატეგიული გზების. ძეგლმა ჩვენამდე მოაღწია ძლიერ დანგრეული სახით. მისი საერთო სიგრძე 50მ შეადგენს. კედლის სისქე 110-130 სმ-ია.