კაჭკაჭი (ლათ. Pica pica) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 45–48 სმ აღწევს, მასა 250 გრამს. ფერად შავ-თეთრია; აქვს გრძელი, საფეხურისებრი ბოლო. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება კაჭკაჭის ქვესახეობა აღმოსავლეთევროპული კაჭკაჭი (Pica pica fennorum). აღმოსავლეთ საქართველოში იგი მობინადრეა, დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილას — მოზამთრე. ბინადრობს ბუჩქნარებსა და ტყისპირებში, ჭალებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც ერთგვარი სარგებლობა მოაქვს.

კაჭკაჭი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ყორნისებრნი
გვარი:  კაჭკაჭი
სახეობა:  კაჭკაჭი
ლათინური სახელი
Pica pica (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103727048
Pica pica pica

ლიტერატურა

რედაქტირება