ბორჩხა, ფორჩხა — ქალაქი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ბორჩხის რაიონის ცენტრი.

დასახლებული პუნქტი
ბორჩხა
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°21′36″ ჩ. გ. 41°40′30″ ა. გ. / 41.36000° ჩ. გ. 41.67500° ა. გ. / 41.36000; 41.67500
ცენტრის სიმაღლე 123 მეტრი
მოსახლეობა 25 500 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 08400
ბორჩხა — თურქეთი
ბორჩხა

მდებარეობს ისტორიულ ნიგალში, მდინარე ჭოროხის ნაპირას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთნიკური ქართველები არიან. ქალაქში არის შუა საუკუნეების მოზრდილი გოდოლი — ბორჩხას ციხე, რომელსაც ბოლო დროს ჩაუტარდა რესტავრაცია. ქალაქთან ახლოს მდებარეობს XVI საუკუნის მამაწმინდის ეკლესია

XIX საუკუნეში ბორჩხაში მზადდებოდა კრამიტი, რომელსაც სახურავად იყენებდა ართვინიდან ბათუმამდე მხარის მოსახლეობა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 95.