სტრაბონი
სტრაბონი[1] (ბერძ. Στράβων; დ. ძვ. წ. 64/63 — გ. 23/24) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.
წარმოშობით პონტოელი ბერძენი ქალაქ ამასიადან, წარჩინებული წრიდან. თავისი დროისთვის ბრწყინვალე განათლება მიუღია. ბევრი უმოგზაურია, ფიქრობენ, რომ კოლხეთის სამეფოშიც ყოფილა. ცნობილია მისი ორი ნაწარმოები : „საისტორიო ნარკვევები“ და „გეოგრაფია“. პირველი ნაშრომი 47 წიგნისაგან შედგებოდა და წარმოადგენდა პოლიბიოსის ნაშრომის —„ისტორიის“ გაგრძელებას. მისგან მხოლოდ 19 ფრაგმენტია მოღწეული. მეორე ნაშრომი — „გეოგრაფია“, რომელიც 17 წიგნისაგან შედგება, თითქმის მთლიანადაა დაცული. სტრაბონი თხზულების XI–XVI წიგნებში აზიის შესახებ მოგვითხრობს, ხოლო XVII-ში — აფრიკის შესახებ. ავტორის მონათხრობი ნაწილობრივ საკუთარი მოგზაურობის დროს შეკრებილ მასალას ემყარება, ნაწილობრივ კი — უფრო ადრეული ავტორების (ერატოსთენე, არტემიდორე, პოლიბიოსი, მეგასთენე) შრომებს.
ბიოგრაფია
რედაქტირებასტრაბონი წარმოშობით ამასიიდან იყო, პონტოს მეფეების რეზიდენციიდან. მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა მეფე მითრიდატეს უახლოეს გარემოცვას, თუმცა სტრაბონის პაპა (დედის მხრიდან), რომელიც გართული იყო პირადი შურისძიებით, გადავიდა რომაელების მხარეს და გამოუყო მათ 15 ციხესიმაგრე. სტრაბონს, როგორც მისი რომაული სახელი გვიჩვენებს, რომაული მოქალაქეობა ჰქონდა, რომელიც მისცა მის ოჯახს გნეუს პომპეუსმა.
პერგამის სკოლის გრამატიკოსი და ტირანიონის გეოგრაფიის ნაშრომების ავტორი იყო მისი მასწავლებელი და შთამაგონებელი. პერგამის სკოლა, ალექსანდრიის მსგავსად დაკავებული იყო ჰომეროსის პოემების თარგმნით. გეოგრაფიული სახელების ახსნა ამ პოემებში ქმნიდა ძველთაძველ ბერძნულ გეოგრაფიას. სტრაბონი არისტარქეს სკოლის მიმდევრის, მისი ერთ-ერთი მასწავლებლის მეშვეობით გაეცნო ცნობილ ალექსანდრიელ გეოგრაფს ერატოსთენეს და გაიცნო მისი თვალსაზრისი ჰომეროსის შესახებ, რომლის თანახმად ის მხოლოდ გამოგონილ მასალას ეყრდნობოდა.
სტრაბონის მასწავლებელი იყო ასევე პერიპატეტიკი ქსენარქე. საქმე ის არის, რომ აროსტოტელეს მიმდევრები გეოგრაფიითაც იყვნენ დაინტერესებულნი და მემკვიდრეობით მიიღეს მასწავლებლის ზოგადი დებულებები ამ საგანთან დაკავშირებით.
სტრაბონზე დიდი გავლენა იქონია ჰომეროსის პოემებმა, თავისი რეალურ-ეთნიკური გაგებით. ამ მხრივ მისი მაგალითი პოლიბიოსი იყო. მისი თხზულებები სტრაბონმა გააგრძელა ისტორიულ ნაშრომში „ისტორიული ჩანაწერები“, რომელიც შედგება 43 წიგნისაგან: რომის ისტორიის მოვლენები, დაწყებული კართაგენის დანგრევიდან (ძვ. წ. 146), ვიდრე, ალბათ, აქციუმის ბრძოლით (ძვ. წ. 31). ამ თხზულებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. თავის ნაშრომებში სტრაბონი არაერთხელ იხსენებს არტემიდორ აფესკს. სტრაბონის დიდება გვიან მოვიდა, თუმცა გვიანდელი ანტიკის მეცნიერები მას უპირატესად აფასებდნენ, როგორც გეოგრაფს.
გეოგრაფია
რედაქტირებასტრაბონის „გეოგრაფია“ ერთადერთი თხზულებაა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ის გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, თუ როგორი იყო გეოგრაფიული მეცნიერება იმ დროს. „გეოგრაფია“ 17 წიგნად მრავალი ნუსხის სახით თითქმის მთლიანად არის შემონახული, თუმცა ნუსხები ძლიერ დაზიანებულია. მათგან საუკეთესო შეიცავს პირველ 9 წიგნს. ყველა წიგნს, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებით, განსაკუთრებით კი მე-7 წიგნში შეიცავს Parisinus № 1393 ხელნაწერი. სტრაბონის ტექსტების ბედს და მათ ღირსებას გვამცნობს კრამერის კრიტიკული გამომცემლობა.
სრული ტექსტის გარდა შემორჩა ეპიტომეხი, რომელიც ცნობილია X საუკუნის ბოლოდან და ხშირად ხმარობდნენ დაზიანებული ადგილების შესავსებად. „გეოგრაფიის“ მე-17 წიგნიდან პირველი ორი შეადგენს შესავალს. თხზულებები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ სტრაბონის შეხედულება მიწათაღწერილობაზე, გეოგრაფიაზე, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებაზე, გეოგრაფიის ცოდნის სარგებელზე ყველა განათლებულ ადამიანისთვის, განსაკუთრებით მხედარმთავართა და მმართველთათვის. დიდი ადგილი უკავია ერატოსთენეს კრიტიკას. იცავს გომერს, როგორც უდიდეს მწერალს გეოგრაფიის მხრივ.
შესავლის ბოლო ეხება სტრაბონის პირად შეხედულებას მიწათმოქმედებაზე, გეოგრაფიის აუცილებლობაზე და ფიზიკის და მათემატიკის შესწავლაში. აღწერილობთ გეოგრაფია იწყება III წიგნიდან, აქედან 8 (III-X) წიგნი ეკუთვნის ევროპას, 6 წიგნი (XI-XVI) აზიას, ბოლო (XVII) — აფრიკას.
ევროპის აღწერა
რედაქტირებაევროპის აღწერა იწყება იბერიის ნახევარკუნძულიდან. შემდეგ ავტორი ჩერდება ელადაზე და ახლომდებარე კუნძულებზე. ამას ეძღვნება 3 წიგნი (VIII, IX, X). ელადას აღწერა იწყება პელოპონესით და მთავრდება ეტოლის და აკარნანიის კუნძულებით. ყურადღება გამახვილებულია იტალიაზე და მის უახლოეს კუნძულებზე (V, VI). მე-III წიგნში მოთხრობილია იბერიაზე, მე-IV გალიაზე, მე-VII რეინის გაღმა მცხოვრებ გერმანელებზე, კიმერიელებზე, სკვითებზე, სარმატებზე, გეტებზე. მისთვის ცნობილია მაკედონია, თრაკია, ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილი.
აზიის აღწერილობა
რედაქტირებააზიაში აღწერილია ტავრი ტროადა, პერგამონი და ლიდია. აზიის იმ ნაწილს მიეკუთვნება ინდოეთი (მდინარე ინდის და განგის შუაში). დედამიწის აღმოსავლეთ ნაწილს შეადგენს ინდოეთი, სამხრეთს — იბერია და ალბანეთი. სერებს (ჩინელებს) ეძახდნენ ინდოეთის ხალხს. გეოგრაფები აღნიშნავდნენ მათი დიდი ხნის სიცოცხლესა და მათ ბამბის ქსოვილებს.
აფრიკის აღწერა
რედაქტირებააფრიკას სტრაბონი, როგორც სხვა ანტიკური ავტორები ეძახიან ლივიას. ბევრი ადგილი მიძღვნილი აქვს ეგვიპტეს და ეთიოპიას და მათ დამაკავშირებელ მდინარე ნილოსს. ხალხთაგან ნახსენებია ნასამონები და გარამანტები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ტერმინს სტრაბო რომაელები იყენებდნენ ელამი ადამიანის აღსანიშნავად. ასევე პომპეუსის მამასაც ეძახდნენ „პომპეუს სტრაბოს“.