ანისის ქართული ეკლესია

ანისის ქართული ეკლესია — ქართული ეკლესიის ნანგრევები თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ქალაქ ანისში. მდებარეობს ლომების კარიბჭის პირდაპირ, ცეცხლის ტაძრის სიახლოვეს.

ანისის ქართული ეკლესიის ნანგრევები

ეკლესია იყო დარბაზული ტიპის, ნაგები კარგად ნათალი ქვის კვადრებით. ინტერიერი 3 ნაწილად იყოფა ლილვებითა და თაღნარით. ამჯერად ეკლესია მთლიანად დანგრეულია დარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი. ეკლესია გათხარა და მოგვიანებით გამოაქვეყნა ნიკო მარმა. სამხრეთ კედლის ნანგრევებში მან 1912 წელს აღმოაჩინა ვრცელი წარწერა, რომელიც ახლა დაკარგულია. 30 სტრიქონიანი წარწერა ეკუთვნოდა ეპიფანე მცხეთის კათალიკოსს. წარწერა 1218 წლით თარიღდება და ამის გამო ეკლესიის მშენებლობის პერიოდადაც XIII საუკუნე იყო მიჩნეული. თუმცა ეს წარწერა არ შეიცავს მშენებლობის შესახებ არანაირ ცნობას და დამათარიღებლად ვერ გამოდგება. ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით ეკლესია XI საუკუნის მეორე ნახევარში უნდა აეგოთ[1]. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, თაღებს ქვეშ ორი ფიგურული კომპოზიციაა, ქვაში ნაქანდაკევი, ელისაბედის და მარიამის შეხვედრა და ხარება, თეთრი საღებავით მიწერილი აქვს ასომთვრულად განმარტებითი წარწერები. ასომთავრული მინაწერები ეკლესის გარე ფასადზეც არის.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sim, Steven. THE GEORGIAN CHURCH. VirtualANI. ციტირების თარიღი: February 15, 2012.