ნაქალაქოი
ნაქალაქოი — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 25 კმ-ში. კომპლექსი არის შვიდსართულიანი, 150–200 მეტრზე გადაჭიმული თავისი ეკლესიებით, დარბაზებით, გვირაბებით, კედლებით, რომელთა წყობა კვლავაც შენარჩუნებულია. წინასწარი ვარაუდით კომპლექსი VIII-X საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.
სამონასტრო კომპლექსს მიაკვლიეს ექსპედიციის წევრებმა (პარმენ მარგველაშვილი, ნინო და გიორგი ბაგრატიონები, გია შერვაშიძე, მარიამ მარგველაშვილი), რომელთა მიზანი იყო საქართველოს სამხრეთ საზღვრებს მიღმა არსებული 100-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლის სამგანზომილებიანი, მრავალწერტილიანი სფერულ-პანორამული ფოტოების გადაღება და მათ შესახებ საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემების ელექტრონულ ბაზაში განთავსება (პროექტის ხელმძღვანელია რევაზ გაჩეჩილაძე). ექსპედიცია მოეწყო 2012 წლის 13-17 მაისს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, ივლისი, 2012, № 7.