პარმენ მარგველაშვილი

პარმენ მარგველაშვილი (დ. 30 აპრილი, 1943, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — საბჭოთა და ქართველი ფიზიკოსი.

პარმენ მარგველაშვილი
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1943 (1943-04-30) (81 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1943 წლის 30 აპრილს, ქალაქ ქუთაისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1971-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის ასისტენტი. 1993 წლიდან 2005 წლამდე — თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დირექტორი. 1998 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით პრეზიდენტის მიერ. 1997-2005 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას. 1991-2007 იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორი. 2007 წელს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ს კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად, ამ თანამდებობას ის დღემდე იკავებს. 1975-1982 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერული საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1989-1991 წლებში — საბჭოთა კავშირის დეპუტატი.

გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია: „დავით კაკაბაძის არქივიდან“ (1988, 2001, 2009), „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“ (1992), „ტაძარი, The Templ“ (2000), „Shotha Rustaveli, მ. უორდროპის თარგმანის გამოცემა მე-17 საუკუნის უცნობი მინიატურებით“ (2005); „შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი“ (2005), „რუსთაველის მსოფლმხედველობა“ (2008), აგრეთვე გამოცემული აქვს დავით კაკაბაძის ნაშრომი „ქართული ჩუქურთმის გენეზისი“ თავისი წინასიტყვაობით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება