სპერი (ისტორიული მხარე)
სპერი — მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ის მოიცავდა მდინარე ჭოროხის, არაქსის და მტკვრის სათავეებს, ხოლო ჩრდილოეთიდან პონტოს მთებით იყო გარშემორტყმული.
წარმოშობა
რედაქტირებატერმინი სპერი, სავარაუდოდ ადგილობრივი სასპერების ტომის სახელიდან მომდინარეობს რაც არაერთხელ აღნიშნულია ჰეროდოტეს მიერ. ყველააზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, სასპერები ძველ ქართულ ტომებად ითვლებიან,[1][2] მაგრამ მეცნიერთა ნაწილი, მათ წინაპრებად სკვითებსაც მოიხსენიებენ. ივანე ჯავახიშვილის თეორიის თანახმად, სიტყვა "იბერია" პროტოქართული ტომებიდან მომდინარეობს: სასპერები>სპერი>ჰბერი>იბერი.[3] მათ სავარაუდო სამშობლოდ მდინარე ჭოროხის, ტიგროსისა და ევფრატის სათავეები მიიჩნევა. ქართული წყაროების მიხედვით შავ ზღვას "სპერის ზღვა", ხოლო მდინარე ჭოროხს "სპერი" ეწოდებოდა.[4]
ისტორია
რედაქტირებაანტიკური ხანა
რედაქტირებაარსებობს მოსაზრება, რომ სპერი მე-3 ათასწლეულიდან იყო დასახლებული. ძვ.წ. 12-8 საუკუნეში რეგიონი, ახლად წარმოქმნილი დიაოხის ტომობრივი გაერთიანების ნაწილი იყო.[5] ძვ.წ. 760-იანი წლებისთვის დიაოხი კოლხებთან ბრძოლაში განადგურდა და მისი დიდი ნაწილი კოლხეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. კოლხეთის ტერიტორიულმა გაფართოებამ ურარტუსტან დაპირისპირება გამოიწვია. კოლხეთ-ურარტუს ბრძოლებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ორივე მხარე, რითიც ისარგებლეს ჩრდილოელმა ტომებმა, რასაც ძვ.წ 720 წლისთვის კიმირიელების შემოსევა და კოლხეთის განადგურება მოჰყვა. კიმირიელებმა რეგიონის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიიღეს, რასაც მომდევნო საუკუნეებში ახალი ტომობრივი კავშირების წარმოიქმნა მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასპირები იყვნენ.[3] ძვ.წ. VI-V საუკუნეში, აქემენიანთა იმპერიის ექსპანსიას სასპირების და ალაროდების მე-18 სატრაპიაში გაერთიანება მოჰყვა. ჰეროდოტეს მიხედვით სასპირები და ალაროდები კოლხების მსგავსად იყვნენ აღჭურვილი.[6] ძვ.წ. IV-III საუკუნეებში, სტრაბონის ცნობების თანახმად, რეგიონი იბერიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და მომდევნო საუკუნეებში, იგი ხშირად იბერიელებისა და სომხების ხელში გადადიოდა. ძვ.წ II-I საუკუნეებში და ახ.წ. III-IV საუკუნეებში რეგიონი სომხეთის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა. მომდევნო საუკუნეებში, ბიზანტია-სასანიანების ბრძოლების შედეგად ზემო სპერი ბიზანტიის ხელში აღმოჩნდა, ხოლო ქვემო სპერი სასანური სომხეთის ნაწილს წარმოადგენდა.
შუა საუკუნეები
რედაქტირებაVII საუკუნეში რეგიონი არაბებმა დაიპყრეს. შემდგომ ის ქართველთა სამეფოს ხელში გადავიდა. 1001 წელს, დავით კურაპალატის სიკვდილის შემდეგ, იმიერტაო, ბასიანი და სპერი შემოიერთა ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ, ახალ შემოერთებული რეგიონებისგან ბასილიმ იბერიის თემი ჩამოაყალიბა, რომლის დედაქალაქად თეოდოსიპოლისი ითვლებოდა. 1071 წელს,მანასკერტის ბრძოლის შემდგომ, ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციები, მათ შორის სპერიც, 1124 წლამდე[7], თურქ-სელჩუკთა ხელში გადავიდა. შემდგომ პერიოდში ის გაათავისუფლა ქართველმა მონარქებმა და XII-XIII საუკუნეემდე, ერთიანი საქართველოს ნაწილი იყო.
1203 წელს, რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს სამხრეთ რეგიონები, მათ შორის სპერი დაიკავა[7]. იმავე წელს, ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებით, საქართველომ შეძლო, თურქების განდევნა და სპერის განთავისუფლება. 1242 წელს,მონღოლების შემოსევების შედეგად, სამხრეთ საქართველო მონღოლების ხელში გადავიდა, მაგრამ XIII საუკუნის მეორე ნახევარში, გიორგი ბრწყინვალემ შეძლო მისი განთავისუფლება და საქართველოს დანაწევრებამდე ის ერთიანი საქართველოს ნაწილს წარმოადგენდა, შემდგომ ის სამცხე-საათაბაგოს ნაწილი გახდა, რომელსაც ქართველი ფეოდალები მართავდნენ.
უახლესი ისტორია
რედაქტირებაXVI საუკუნემდე სპერის ხეობა ქრისტიანულ რეგიონად ითვლებოდა[7], მაგრამ ოსმალების შემოსევის შემდეგ რეგიონში მომძლავრდა მუსლიმური და თურქული ელემენტები. 1916 წელს რეგიონი დროებით რუსეთის იმპერიამ დაიკავა. 1918 წელს კი თურქეთმა შეძლო მისი შემოერთება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Salia, Kalistrat (1980). Histoire de la nation géorgienne, გვ. 30–41.
- ↑ Reisner, Oliver; Nodia, Ghia (2009) Identity Studies, Vol 1. Ilia State University Press, გვ. 51.
- ↑ 3.0 3.1 Mikaberidze, Alexander.
- ↑ A History Of Georgia.
- ↑ G. Kavtaradze.
- ↑ Polym. 79
- ↑ 7.0 7.1 7.2 Sinclair, T.A. (1989) Eastern Turkey: An Architectural & Archaeological Survey, Volume I. Pindar Press, გვ. 265–266-267–281-283–289-290. ISBN 9780907132325.