არაქსი, არეზი, (სპარს. ارس, სომხ. Արաքս, აზერბ. Araz, ბერძ. Αράξες, თურქ. Aras Nehri, ძვ. ქართ. რახსი, არეზი) — მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად გრუნტისა და თოვლის წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.

არაქსი
Arasrivermap.jpg
არაქსი რუკაზე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი,სომხეთის დროშა სომხეთი, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ირანის დროშა ირანი
სათავე თურქეთი
სიგრძე 1072 კმ
აუზის ფართობი 102 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} არაქსი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება