სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არფა (მრავალმნიშვნელოვანი).

არფა, აღმოსავლეთი არფაჩაი (აზერბ. Arpaçay; სომხ. Արփա) — მთის მდინარე სომხეთსა და ნახჭევანში (აზერბაიჯანი), მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე — 126 კმ,[1] აუზის ფართობი — 2630 კმ².[1] სათავე აქვს ზანგეზურის ქედზე. შუაწელში მიედინება მთათაშუა ქვაბულში. იყენებენ სარწყავად, რის გამოც ზაფხულობით ვერ აღწევს მდინარე არაქსამდე. მდინარის ზემო დინებაშია კურორტი ჯერმუკი. შენდება გვირაბი (48,6 კმ), რომლითაც არფა სევანის ტბაში ჩავა. საზრდოობს მდნარი თოვლითა და წვიმის წყლით. მდინარეზე არის ჰესი და წყალსაცავი.

არფა
ქვეყანა სომხეთი, აზერბაიჯანი
სათავე სომხეთი
სიგრძე 128 კმ
აუზის ფართობი 572 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} არფა ვიკისაწყობში
  1. 1.0 1.1 Azərbaycan Respublikası Ekologiya və Təbii sərvətlər Nazirliyi: Azərbaycanın çayları, gölləri və su anbarları