სევანის ტბა
სევანი, გოქჩა[1], გოგჩა[2] [თურქ. „ლურჯი წყალი“] (სომხ. Սևանա լիճ), ქართულ წყაროებში გელაქუნი[3] — ტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი.
სევანი | |
---|---|
სომხ. Սևան, Սևանա լիճ | |
კოორდინატები: 40°19′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 40.317° ჩ. გ. 45.350° ა. გ. | |
მდებარეობა | სომხეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1896 მ |
ფართობი | 1200 კმ² |
მოცულობა | 33,2 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 28,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 78,4 მ |
გამომდინარე მდინარე | რაზდანი |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი — სევანის მონასტერი. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი.
ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში — 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი, ბუნებრივი ეროვნული პარკი.
ქართულ წყაროებში მეტწილად ცნობილია როგორც გელაქუნის ტბა, გელაქუნის ზღვა ასევე გოგჩა. მოიხსენიება მხატვრულ ლიტერატურაშიც, მაგ.,ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსში „გოგჩა".
გალერეა
რედაქტირება-
ხედი მონასტერიდან
-
სევანის ნახევარკუნძულის სანაპირო
-
სევანავანქის მონასტერი
-
სევანის ნახევარკუნძული
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.sevan.am დაარქივებული 2007-05-05 საიტზე Wayback Machine. ყველაფერი სევანის ტბაზე
- Lake Sevan - Armeniapedia-ს სტატია ინფორმაცია და ფოტოები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 265.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 73.
- ↑ გელაქუნი. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.]. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (2006). ციტირების თარიღი: 2016-05-03.