პამბაკის ქედი
(გადამისამართდა გვერდიდან ბამბაკის ქედი)
პამბაკის ქედი, ბამბაკის ქედი (სომხ. Փամբակի լեռնաշղթա) — ქედი ამიერკავკასიის მთიანეთში. გადაჭიმულია ქალაქ გიუმრიდან სევანის ტბის ჩრდილოეთ-დასავლეთის კიდემდე (სომხეთი). სიმაღლე 3101 მ-მდე. აგებულია მაგმური ქანებით. კალთები შემოსილია მთა-მდელოსა და მთა-სტეპის მცენარეულობით. აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილოეთ კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყეებია.
პამბაკის ქედი | |
---|---|
მთა ტეჟი | |
კოორდინატები: 40°40′13″ ჩ. გ. 44°35′00″ ა. გ. / 40.67028° ჩ. გ. 44.58333° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
უმაღლესი წერტილი | ტეჟი |
სიმაღლე | 3101 მ |
სიგრძე | 70 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 655.