გეღამის ქედი
გეღამის ქედი (აღმაღანის ქედი; სომხ. Գեղամա լեռնաշղթա) — ქედი სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სომხეთში, სევანის ტბის დასავლეთით. სიმაღლე 3597 მ-მდე (მთა აჟდააკი). აგებულია ტუფებით და ლავებით. ქედზეა ჩამქრალი ვულკანები. კალთები შემოსილია მაღალმთის მდელოებით. არის საზაფხულო საძოვრები.
გეღამის ქედი | |
---|---|
გეღამის ქედი | |
კოორდინატები: 40°12′ ჩ. გ. 44°57′ ა. გ. / 40.200° ჩ. გ. 44.950° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
უმაღლესი წერტილი | აჟდააკი |
სიმაღლე | 3597 მ |
სიგრძე | 70 კმ |
სიგანე | 48 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 130.