სომხური ენა
სომხური ენა (სომხ. Հայոց լեզու ჰაჲოც ლეზუ ან հայերեն [hɑjɛˈɾɛn] ჰაჲერენ) — ინდოევროპულ ენათა ოჯახის, მაგრამ ამევე ენათა ოჯახის ერთ-ერთი დამოუკიდებელი განშტოება.
სომხური ენა სომხ. հայերեն[1] | |
გავრცელებულია | სომხეთი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (არაა აღიარებული) |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახ. 6 მილიონი[2] |
ოფიციალური სტატუსი | სომხეთი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (საერთაშორისოდ არაა აღიარებული) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ევრაზიის ენები |
დამწერლობის სისტემა | სომხური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: hy ISO 639-2: arm (B); hye (T) ISO 639-3: hye |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-hy}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — სომხური ენა |
სომხური ენა სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სომხურად მეტყველებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში — მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა დროს გაბნეული და სამშობლოსგან მოშორებით უცხო მიწაზე დამკვიდრებული სომხები.
ისტორია
რედაქტირებათავისი არსებობის მანძილზე, სომხურმა ენამ განიცადა განვითარების სამი ეტაპი: ძველი (V-XI სს.), საშუალო (XII-XVI სს.) და ახალი (XVII სს.-დან დღემდე).
ძველსომხური ლიტერატურული ენა ცნობილია სახელწოდებით გრაბარი (სიტყვასიტყვით „წერილობითი მეტყველება“). გრაბარზე შეიქმნა მდიდარი ნათარგმნი და ორიგინალური ლიტერატურა, რომელიც მოიცავდა იმ დროის სასულიერო კულტურის ყველა სფეროს.
ბიბლიის გარდა, რომელიც წარმოადგენს სომხური ლიტერატურის პირველ ძეგლს, ითარგმნა ქრისტიანული მწერლობის უამრავი ძეგლი, ასევე სასკოლო წიგნები და სულიერებისათვის აუცილებელი ფილოსოფიური (არისტოტელე, პროკლე, პორფირი და სხვ.), ისტორიული (ევსევი და სხვ.), რიტორიკული და გრამატიკული შრომები (დიონისე ფრაკიელის „გრამატიკული ხელოვნება“).
ორიგინალურ ლიტერატურაში რაოდენობით ისტორიული თხზულებები ლიდერობს. V საუკუნეში ჩნდება კორიუნის, აგათანგელოსის, ბუზანდა ფაბსტოსის, მოვსეს ხორენაცის, ეგიშეს, ლაზარე პარპეცის, სებეოსის, გევონდის, ოვანეს დრასხანაკერცის, ტოვმა არწრუნის, მოვსეს კალანკატვაცის, უხტანესის, სტეპანოსა ტარონეცის, არისტაკესა ლასტივერცის და სხვათა შრომები. დაიწერა ფილოსოფიაში, სამართალში, გრამატიკაში, ასტრონომიასა და გეოგრაფიაში არაერთი ნაშრომი. საეკლესიო საგალობლებისა და ჰაგიოგრაფიული ჟანრის გარდა ფეხი მოკიდებული ჰქონდა მხატვრულ ლიტერატურასაც. ყველაზე ცნობილ სომხურ მხატვრულ ლიტერატურად გრიგორ ნარეკაცის თხზულება „ტრაგედიის მატიანე“ ითვლება.
ძველი ლიტერატურული ნიმუშების მიხედვით თვალნათლად შეიძლება იმის დანახვა თუ როგორ განსხვავდებოდა XI საუკუნეში ძველსომხური სამწერლობო სასაუბრო ენები ერთმანეთისაგან. XII საუკუნიდან ფორმირებას იწყებს საშუალოსომხური ლიტერატურული ენა, რომელიც კილიკიის სომხური სახელმწიფოს ოფიციალური ენა გახდა. მიუხედავად ამისა ძველსომხური ენა კვლავაც მოხმარების საგანს წარმოადგენდა. მისი გამოყენების არეალი სასულიერო და ფილოსოფიური ლიტერატურას წარმოადგენდა.
საშუალო სომხური ლიტერატურული ენა იშვიათად გამოიყენება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ის უფრო საბუნებითმეტყველო მეცნიერებებში და მხატვრულ ლიტერატურაში პოვებს ადგილს.
რაც შეეხება ახალსომხურ ენას, მისი განვითარება მოხდა ორი მიმართულებით. დიდ ტერიტორიაზე სომხურ ენაზე მოსაუბრეთა ჯგუფი დაიყო ერთის მხრივ კონსტანტინოპოლური დიალექტისა და მეორეს მხრივ არარატის დიალექტების მიხედვით. შესაბამისად წარმოიქმნა ახალსომხური სალიტერატურო ენის ორი სახე: დასავლეთსომხური და აღმოსავლეთსომხური ენები.
ახალსომხური ენების ბედზე დიდი გავლენა იქონია ორმა პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ. დასავლეთსომხური ენა, რომლის მატარებლებიც ძირითადად დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, 1915-1916 წლებში დეპორტაციის შედეგად დაიქსაქსნენ, თუმცა მიუხედავად მომხდარისა მაინც განაგრძობენ თავიანთი სალიტერატურო ენის შენარჩუნებას. აღმოსავლეთსომხური ენამ კი პირიქით, მას შემდეგ რაც 1920 წელს დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ყველა პირობა შეიქმნა მისი სახელმწიფო ენად გამოყენებისათვის.
სომხური ენის ფორმები
რედაქტირებაენათმეცნიერები განასხვავებენ სომხური ენის სულ სამ ფორმას:
- ძველსომხური (գրաբար - გრაბარ).
- ძველსომხური წერილობით ძეგლებში V საუკუნიდან არის დამოწმებული. გრაბარი, ანუ ძველსომხური, როგორც ლიტერატურული ენა, გამოიყენებოდა XIX საუკუნის ლამის შუა ხანებამდე, საეკლესიო სფეროში კი (მაგ.: ღვთისმსახურებისას) დღესაც გამოიყენებენ. გრაბარზე შემონახულია უაღრესად მდიდარი ლიტერატურა თეოლოგიური თემების, სხვადასხვა ისტორიული მოვლენების, პოეზიისა და ეპიკის შესახებ.
- აღმოსავლეთსომხური (Արևելյան հայերեն – არაველჲან ჰაჲერენ).
- აღმოსავლეთსომხური არის სომხეთის რესპუბლიკის (და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის) ოფიციალური ენა. აღმოსავლეთსომხურად ლაპარაკობენ ასევე ირანში, საქართველოსა და რუსეთში მცხოვრები სომხები.
- დასავლეთსომხური (Արևմտեան հայերէն – არევმტეან ჰაჲერენ).
- დასავლეთსომხური თავდაპირველად ანატოლიაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის შემდეგ ამ ენის გამოყენება შემცირდა, მაგრამ დღევანდელ თურქეთში მცხოვრები ბევრი სომეხი ახერხებს საკუთარი ენის, რელიგიისა და ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებას. დასავლეთსომხური არის ლიბანისა და ამერიკის შეერთებული შტატებში საკმაოდ გავლენიანი სომხური დიასპორის ენა.
სომხურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი დაახლ. 6,7 მილიონს აღწევს (1999 წლის მდგომარეობა), რომელთაგან 3 მილიონი სომხეთში ცხოვრობს.
დიალექტების ჰრაჩია აჭარჲანისეული კლასიფიკაცია
რედაქტირება1909 წელს სომეხმა ენათმეცნიერმა ჰრაჩია აჭარჲანმა სომხური ენის დიალექტები ტრადიციული (დასავლური, აღმოსავლური) დაყოფისაგან განსხვავებით, ენა დიალექტების სამ მთავარ ჯგუფად დაჰყო:
- დიალექტების „-უმ“-ჯგუფი;
- დიალექტების „-კჷ“-ჯგუფი;
- დიალექტების „-ელ“-ჯგუფი.
ამ კლასიფიკაციის მიხედვით, თბილისური (ავლაბრის) (ასევე ლორეს) სომხური პირველ, „-უმ“-ჯგუფს, ხოლო მეორე, „-კჷ“-ჯგუფს სოხუმის, სოჭის, წებელდისა და ადლერის სომეხთა მეტყველებაა მოხსენიებული.
ზოგადი ცნობები სომხური ანბანის შესახებ
რედაქტირებასომხურს გააჩნია საკუთარი, ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელიც V საუკუნეში (გადმოცემის თანახმად, 405 წელს) ეკლესიის მსახურმა მესროპ მაშტოცმა გამოიგონა. მას შემდეგ სომხური ანბანი გამოიყენება, როგორც აღმოსავლეთ სომხურის, ასევე დასავლეთ სომხურისთვის.
- სომხური ანბანი შედგება 39 ასო-ნიშნისაგან, რომელთაგან 7 ხმოვანია, ხოლო დანარჩენი 32 ასო კი თანხმოვანი.
ანბანი
რედაქტირებაԱ ա | Բ բ | Գ գ | Դ դ | Ե ե | Զ զ | Է է | Ը ը | Թ թ |
Ժ ժ | Ի ի | Լ լ | Խ խ | Ծ ծ | Կ կ | Հ հ | Ձ ձ | Ղ ղ |
Ճ ճ | Մ մ | Յ յ | Ն ն | Շ շ | Ո ո | Չ չ | Պ պ | Ջ ջ |
Ռ ռ | Ս ս | Վ վ | Տ տ | Ր ր | Ց ց | Ւ ւ | Փ փ | Ք ք |
և | Օ օ | Ֆ ֆ |
დიგრაფები
რედაქტირებაგრამატიკა
რედაქტირებასომხურ ენას გააჩნია კარგად განვითარებული დეკლინაციური სისტემა (შვიდი ბრუნვა), მაგრამ არ განასხვავებს სქესს.
ძველი სინთეზური ზმნური ფორმების უმეტესი ნაწილი ანალიტიკური კონსტრუქციებით (ანუ დამხმარე ზმნის მეშვეობით) შეიცვალა. სიტყვათა განლაგებით სომხურს ახასიათებს ძირითადად შემდეგი წყობა სუბიექტი/პრედიკატი/ობიექტი.
კონიუნქტივი ფუნქციონირებს მხოლოდ პრეზენსსა და პრეტერიტუმში და გამოიყენება ირიბი მეტყველებისას. სომხური იცნობს ოპტატივს და დეზიდერატივს. განუსაღვრელი არტიკლი აღმ. სომხურში არ არის მარკირებული, ხოლო დასავლეთსომხურში კი არსებითს მოსდევს იგი մը (მე).
არსებითი სახელი
რედაქტირებაზედსართავი სახელი
რედაქტირებანაცვალსახელი
რედაქტირებაპირის ნაცვალსახელი
რედაქტირებასომხურ პირის ნაცვალსახელს ქართულის მსგავსად სქესი არ გააჩნია.
მხ. რიცხვი | მრ. რიცხვი |
---|
|
|
კუთვნილებითი ნაცვალსახელი
რედაქტირებაკუთვნილებითი ნაცვალსახელი სომხურში ყოველთვის არსებითი სახელი წინ დგას.
მხ. რ. | მრ. რ. |
---|
|
|
ზმნა
რედაქტირებარიცხვითი სახელი
რედაქტირებარაოდენობითი რიცხვითი სახელი
რედაქტირება- რამდენი? - ინჩკან?
0 (ნული) | ზერო | - | - | - | - |
1 (ერთი) | მეკ | 21 (ოცდაერთი) | ქსან მეკ | 500 (ხუთასი) | ჰინგ ჰარჲურ |
2 (ორი) | ჲერკუ(ს) | 22 (ოცდაორი) | ქსან ჲერკუ | 600 (ექვსასი) | ვეც ჰარჲურ |
3 (სამი) | ჲერექ | 23 (ოცდასამი) | ქსან ჲერექ | 700 (შვიდასი) | ჲოთ ჰარჲურ |
4 (ოთხი) | ჩორს | 24 (ოცდაოთხი) | ქსან ჩორს | 800 (რვაასი) | უთ ჰარჲურ |
5 (ხუთი) | ჰინგ | 25 (ოცდახუთი) | ქსან ჰინგ | 900 (ცხრაასი) | ინჷ ჰარჲურ |
6 (ექვსი) | ვეც | 26 (ოცდაექვსი) | ქსან ვეც | 1000 (ათასი) | ჰაზარ |
7 (შვიდი) | ჲოთ | 27 (ოცდაშვიდი) | ქსან ჲოთ | 5000 (ხუთი ათასი) | ჰინგ ჰაზარ |
8 (რვა) | უთ | 28 (ოცდარვა) | ქსან უთ | 1 000 000 ((ერთი) მილიონი) | მეკ მილიონ |
9 (ცხრა) | ინჷ | 29 (ოცდაცხრა) | ქსანინჷ | 1900 (ათასცხრაასი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ |
10 (ათი) | ტას | 30 (ოცდაათი) | ჲერესუნ | 1902 (ათასცხრაასორი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჲერკუ |
11 (თერთმეტი) | ტასნმეკ | 40 (ორმოცი) | ქარრასუნ | 1906 (ათასცხრაასექვსი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ვეც |
12 (თორმეტი) | ტასნერკუ | 50 (ორმოცდაათი) | ჰისუნ | 1917 (ათასცხრაასჩვიდმეტი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ტასნჲოთ |
13 (ცამეტი) | ტასნერექ | 60 (სამოცი) | ვათსუნ | 1921 (ათასცხრაასოცდაერთი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქსანმეკ ქსანმეკ |
14 (თოთხმეტი) | ტასნჩორს | 70 (სამოცდაათი) | ჲოთანასუნ | 1924 (ათასცხრაასოცდაოთხი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჩორს |
15 (თხუთმეტი) | ტასნჰინგ | 80 (ოთხმოცი) | უთსუნ | 1937 (ათასცხრაასოცდაჩვიდმეტი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ერესუნჲოთ |
16 (თექვსმეტი) | ტასნვეც | 90 (ოთხმოცდაათი) | ინნსუნ | 1941 (ათასცხრაასორმოცდაერთი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქარასუნმეკ |
17 (ჩვიდმეტი) | ტასნჲოთ | 100 (ასი) | ჰარჲურ | 1945 (ათასცხრაასორმოცდახუთი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქარასუნჰინგ |
18 (თვრამეტი) | ტასნუთ | 200 (სამასი) | ჲერკუ ჰარჲურ | 1956 (ათასცხრაასორმოცდათექვსმეტი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჰისუნვეც |
19 (ცხრამეტი) | ტასნინჷ | 300 (ოთხასი) | ჲერეკ ჰარჲურ | 1977 (ათასცხრაასსამოცდაჩვიდმეტი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჲოთანასუნ ჲოთ |
20 (ოცი) | ქსან | 400 (ოთხასი) | ჩორს ჰარჲურ | 1998 (ათასცხრაასოთხმოცდათვრამეტი) | ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ინნსუნუთ |
რიგობითი რიცხვითი სახელი
რედაქტირებასომხურ ენაში რიგობითი რიცხვითი სახელი ოთხამდე (მეოთხემდე) უწესოდ იწარმოებენ ფორმებს, ხოლო ხუთიდან (მეხუთედან) კი ბოლოსართს (-ერორდ) დაირთავენ. რიგობითი რიცხვითი სახელი არ იბრუნვის მაშინაც კი, როცა ზედსართავის ფუნქციით გამოდის ფრაზაში, წინადადებაში. რიგობით რიცხვით სახელს შეიძლება ერთვოდეს არტიკლი, რომელიც სომხურში ბოლოსართაულია.
I - (პირველი) | არაჯინ |
II - (მეორე) | ჲერკ´რორდ |
III - (მესამე) | ჲერრორდ |
IV - (მეოთხე) | ჩორორდ |
V - (მეხუთე) | ჰინგერორდ |
VI - (მეექვსე) | ვეცერორდ |
VII - (მეშვიდე) | ჲოთერორდ |
VIII - (მერვე) | უთერორდ |
IX - (მეცხრე) | ინნერორდ |
X - (მეათე) | ტასერორდ |
XI - (მეთერთმეტე) | ტასნმეკ'ერორდ |
- 65-ე = ვათსუნჰინგერორდ
- 28-ე = ქსანუთერორდ
- 3-ე = ჲერრორდ
წილობითი რიცხვითი სახელი
რედაქტირება- (ხუთი მეექვსედი) = ჰინგ ვეცერორდ
- (ერთი მესამედი) = მეკ´ჲერორდ
უწესოდ იწარმოება „მეოთხედი“ და „ნახევარი“.
- (ერთი მესამედი) = (მეკ´) კარრორდ
- (სამი მეოთხედი) = ჲერეკ კარრორდ
- (ერთი მეორედი) = კ´ეს
- 3,5 (სამი მთელი ხუთი) = ჲერეკ უ კ´კეს
ლექსიკა: სიტყვები, მყარი გამოთქმები
რედაქტირებასომხური ენის ლექსიკაში შეინიშნება მსგავსებები (განსაკუთრებით სიტყვების ფუძე-ძირთა დონეზე) ბერძნულთან. სომხური შეიცავს მრავალ ნასესხობას ირანული ენებიდან (პართული, საშუალო სპარსული, სპარსული), ფრანგულიდან, ლათინურიდან და რა თქმა უნდა რუსულიდან (განსაკუთრებით ბევრი რუსიციზმი მოიპოვება ტექნიკურ ტერმინოლოგიაში და სასაუბრო ენაში).
მისალმება
რედაქტირება- გამარჯობა! - ბარევ (ძეზ)!
- სალამი! - ვოხჯუჲნ! ბარევ!
- დილა მშვიდობისა! - ბარი ლუჲს, ბარი არავოტ!
- დღე მშვიდობისა! - ბარი ორ' ! (რ-რბილი)
- საღამო მშვიდობისა! - ბარი ჲერეკო!
- ღამე მშვიდობისა! - ბარი გიშერ!
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! - ბარი გალუსტ!
- როგორ ბრძანდებით? - ვონც ექ?
- როგორ ხარ? - ვონც ჲეს?
- როგორ გაქვთ საქმე(ებ)ი? - ვონც ე ძერ გორწერე?
- როგორ გაქვს საქმე(ებ)ი? - ვონც ე გორწერდ?
- კარგად - ლავ ე
- მადლობა - შნორაკალუთჲუნ
- კარგად - ლავ ე
- როგორ ხარ? - ვონც ჲეს?
- ... და თქვენ?, ... და შენ? - ისკ დუქ?, ისკ დუ?
დამშვიდობება
რედაქტირება- ნახვამდის! - ცტესუთჲუნ!
- აბა, დროებით! - ჰაჯოღ!
- ხვალამდე! - მინჩევ ვაღე!
- მშვიდობით! - მნას ბაროვ!
- წარმატებას (გამართლებას) გისურვებ! - ჰაჯოღუთჲუნ!
გაცნობა
რედაქტირება- რა გქვიათ? - ვონც ე ძერ ანუნე?
- რა გქვია? - ანუნტ ინჩ ე?
- რა გქვია? - ანუნტ ინჩ ე?
- მე მქვია ... - იმ ანუნნე ...
- რამდენი წლის ბრძანდებით? - ქანი ტარეკან ექ დუქ?
- რამდენი წლის ხარ? - ქანი ტარეკან ეს?
- რამდენი წლის ხარ? - ქანი ტარეკან ეს?
- მე... წლის - ეს... ტარეკან ემ
- საიდან ხართ? - ვორტეღიც ექ დუქ?
- მე ... ვარ - ეს ...-იც ემ
- ძალიან სასიამოვნოა? - შატ ჰაჭელი ე
- ჩემთვისაც (ძალიან სასიამოვნოა) - ინძ ელ ე შატ ჰაჭელი
კვირის დღეები
რედაქტირება- ორშაბათი - ჲერკ´უშაბთი
- სამშაბათი - ჲერექშაბთი
- ოთხშაბათი - ჩორექშაბთი
- ხუთშაბათი - ჰინგშაბთი
- პარასკევი - ურბათ
- შაბათი - შაბათ
- კვირა - კ´ირაკ´ი
თვეები
რედაქტირება- იანვარი - ჰუნვარ
- თებერვალი - ფეტრვარ
- მარტი - მარტ
- აპრილი - აპრილ
- მაისი - მაჲის
- ივნისი - ჰუნის
- ივლისი - ჰულის
- აგვისტო - ოგოსტოს
- სექტემბერი - სეპტემბერ
- ოქტომბერი - ჰოქტემბერ
- ნოემბერი - ნოჲემბერ
- დეკემბერი - დეკტემბერ
ფერები
რედაქტირება- ვერცხლისფერი - არწათაგუჲნ
- ყვითელი - დეღინ
- ცისფერი - ჲერკნაგუჲნ
- მწვანე - კანაჩ
- ლურჯი - კაპუჲტ
- წითელი - კარმირ
- იისფერი - მანუშაკაგუჲნ
- ნაცრისფერი - მოხრაგუჲნ
- ნარინჯისფერი - ნარნჯაგუჲნ
- წაბლისფერი - შაგანაკაგუჲნ
- ოქროსფერი - ვოსკეგუჲნ
- შავი - სევ
- თეთრი - სპიტაკ
- ვარდისფერი - ვარდაგუჲნ
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალექსიკონები, სახელმძღვანელოები
რედაქტირება- შილაკაძე, ივანე: ახალი სომხური ენის გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971.
- მელიქსეთ-ბეგი, ლეონ: სომხურ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: ნეკერი, 1996.
- გორგაძე, რამაზ, პოღოსიანი, ვ.: სომხურ-ქართული სასაუბრო / რედ.: ნ. საგანელიძე. თბილისი: განათლება, 1989.
- ჩინჩალაძე, მ., პოღოსიანი, ვ.: ქართულ-სომხური სასაუბროები ლექსიკონითურთ. თბილისი: ინტელექტი, 1998.
- ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-რუსული სიხშირული ლექსიკონი. თბილისი: უმცირესობათა საკითხების ევრ. ცენტრი: საქ. ჩეხთა სათვისტომო "ზლატა პრაღა",2006.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. რობაქიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 472.