სომხური ენის ორთოგრაფიული რეფორმა (1922–1924 წწ.)
სომხური ენის ორთოგრაფიული რეფორმა — 1922–1924 წლებში ჩატარდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სომხური ენის მართლწერის რეფორმა. რეფორმის შედეგად მიღებულ ცვლილებებს სომხეთის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხები არ აღიარებენ და ისევ განაგრძობენ ძველი მართლწერის წესების მიხედვით წერას.
მიზნები და შედეგები
რედაქტირებარეფორმამდელი | რეფორმის შემდგომი |
Յակոբ | Հակոբ |
բացուել | բացվել |
քոյր | քույր |
Արոնեան | Արոնյան |
եօթ | յոթ |
ազատութիւն | ազատություն |
տէր | տեր |
Արմէն | Արմեն |
Արմինէ | Արմինե |
խօսել | խոսել |
Սարօ | Սարո |
թիւ | թիվ |
Երեւան | Երևան |
Եւրոպա | Եվրոպա |
ԵՐԵՒԱՆ | ԵՐԵՎԱՆ |
կը գան | կգան |
կ'երգեմ | կերգեմ |
1920-იანი წლების სომხეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო, განსაკუთრებით დიდი იყო წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვი გლეხთა შორის. ამ პრობლემის დაჩქარებულად დაძლევის მიზნით კი გადაწყვიტეს მართლწერის მანამდე არსებული საკმაოდ რთული წესები გაემარტივებინათ. სავარაუდოდ ამ რეფორმას პოლიტიკური მიზეზიც უნდა ჰქონოდა. კერძოდ კი სსრკ-ში მცხოვრები სომხების ნახევარი დიასპორაში ცხოვრობდა – ახლო აღმოსავლეთში, ირანში, საფრანგეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ამ ორთოგრაფიულ ცვლილებებს ხელი უნდა შეეწყო საკუთრივ სომხეთისა და დიასპორის სომხობას შორის უფრო მეტი დისტანციის გაჩენაში.
ახალი წესები
რედაქტირებაახალი წესების მიხედვით ორთოგრაფია მაქსიმალურად დაუახლოვეს ორთოეპიას. იმ სიტყვებსა და ასოთშეხამებებში, სადაც წარმოთქმა დროთა განმავლობაში შეიცვალა, რეფორმის შემდეგ წერენ ისე, როგორც წარმოთქვამენ. ეს შეეხება ასოთწყვილებს յ/հ, ու/վ, დიფტონგებს ոյ/ույ, եա/յա, եօ/յո და իւ/յու.
- იხილეთ ამ ურთულესი ცვლილებების ჩამონათვალი ექვს პუნქტად .
- თუ სიტყვა იწყება „ჲე“-ზე, წერენ „ե“-ს, ხოლო თუ „ე“-თი იწყება, მაშინ დავწერთ „է“-ს. სიტყვის შუაში „է“ შეიძლება მხოლოდ რთულ, შედგენილ სიტყვებში შეგვხვდეს, სიტყვა, როგორც წესი, არ სრულდება ამ ასოთი.
- „ու“ წარმოადგენს სომხური ანბანის სრულფასოვან 34-ე ასო-ნიშანს.
- „օ“-ს წერენ მხოლოდ სიტყვის დასაწყისში, ან რთულ და შედგენილ სიტყვებში, სხვა შემთხვევაში კი „ո“-ს.
- „ւ“ უკუგდებული იქნა როგორც დამოუკიდებელი ასო-ნიშანი და გვხვდება როგორც „ու“-სა და „և“-ს შემადგენელი ნაწილი. იმ სიტყვებში საიდანაც „ւ“ ამოიღეს, წერენ „վ“.
- „և“ წარმოადგენს სომხური ანბანის სრულფასოვან 37-ე ასო-ნიშანს და იწერება იმ შემთხვევაში, თუ სიტყვა თავდაპირველად „եվ“-თი იწერებოდა.
- იმ შემთხვევაში თუ სიტყვები „ա“-თი ან „ո“-თი მთავრდება, ბრუნვისას დაერთვის „յ“. ყრუ „յ“ არ არსებობს.
- კონდიციონალის წერისას „կ“ პირდაპირ (ხმოვნების წინ აპოსტროფის გარეშე, ისევე როგორც „ը“-ს გარეშე თანხმოვნების წინ) დაირთვის.