აგათანგელოსი (სომხ. Ագաթանգեղոս) — V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი. თავის „ისტორიაში“ აღწერს სომხეთის გაქრისტიანებას (IV საუკუნის დასაწყისი), სომხური ეკლესიის ორგანიზაციას და გადმოსცემს ქრისტიანობის პრინციპებს. თავს აღწერილი ამბების თანამედროვედ აცხადებს, ნამდვილად კი V საუკუნის მეორე ნახევარში წერდა. გადმოცემული აქვს ეკლესიის ორგანიზაციისა და ქრისტიანობის დოგმები. მისი წიგნი ძველადვე ითარგმნა ბერძნულად, ქართულად და არაბულად. „ისტორიის“ ძველი სომხური ტექსტის გამოცემათაგან საუკეთესოდ ითვლება 1909 წლის თბილისის გამოცემა.

აგათანგელოსი
სომხ. Ագաթանգեղոս
დაბ. თარიღი V საუკუნე
გარდ. თარიღი VI საუკუნე
მოქალაქეობა დიდი სომხეთი
ეროვნება სომხები[1] [2]
საქმიანობა ისტორიკოსი[3] და მწერალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 51.
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. I, თბ. 2007.
  • ჯავახიშვილი ივ., ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, წგნ. 1, ტფ., 1935.