დასავლეთსომხური ენა
დასავლეთ სომხური ენა (სომხ. արեւմտահայերէն, არევმდაჰაიერენ) — თანამედროვე სომხურის ორი სტანდარტიზებული ფორმიდან ერთ-ერთი (მეორე აღმოსავლეთ სომხური). იგი ძირითადად ემყარება სტამბოლის სომხურ დიალექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ, ერევნულ სომხურს. XX საუკუნის დასაწყისამდე დასავლეთის სომხურენოვან დიალექტებზე საუბრობდნენ ოსმალეთის იმპერიაშიც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებიც ისტორიულად დასახლებული იყო სომხებით. დასავლეთ სომხებისს სალაპარაკო ან დიალექტური ნაწილები მოიცავს იმ დიალექტებს, როგორიცაა, ჰომშეტი, რომელსაც ჰემშინის ხალხები ლაპარაკობენ; ქესაბი, ლატაკია და სირიის ალ-შუღური, ანჯარ ლიბანისა და ვაკიფლის სომეხთა დიალექტები.
დასავლეთსომხური արեւմտահայերէն (არევმდაჰაირენ) | |
გავრცელებულია | თურქეთი;
ლიბანი; სირია; სომხეთი; საქართველო |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 1.4 მილიონი (2001–2016) |
დამწერლობის სისტემა | სომხური დამწერლობა |
ენის კოდები | hyw
homs1234 |
დასავლეთ სომხურის კარინის დიალექტის ფორმებზე საუბრობს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ჩრდილოეთ სომხეთში, ძირითადად გიუმრიში, არტიკში, ახურიანსა და შირაკის პროვინციის 130-მდე სოფელში.[1] ასევე ამ დიალექტზე საუბრობენ სომხები, რომლებიც საქართველოს სამხრეთ რეგიონში ცხოვრობენ.[2]
დასავლეთ სომხური გადაშენების პირასაა, რადგან არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ის ოფიციალური ენაა, ამ ენაზე მოსაუბრეები კი ადგილობრივი ენებით ანაცვლებენ მათ. სომხეთისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ დასავლეთ სომხურ ენაზე სრულყოფილად მოსაუბრეების რაოდენობა მილიონზე ნაკლებია.
სომხურის განმასხვავებელი ფორმები
რედაქტირებააღმოსავლეთ სომხურისა და დასავლეთ სომხურის გაგება შესაძლებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან წერა-კითხვა და საშუალო განათლება აქვთ მიღებული. აღმოსავლეთ სომხურში „ბ“ დასავლეთ სომხურში წარმოითქმის როგორც „პ“, აღმოსავლური „გ“ დასავლლურში „კ“ და ა.შ.[3]
მოსაუბრეები
რედაქტირებადასავლეთ სომხური არის ინდოევროპული ენა, რომელსაც სომხები ლაპარაკობენ შუა აღმოსავლეთის უმეტეს ნაწილში, გარდა ირანისა და დონის როსტოვის რუსეთში. მასზე თურქეთში სომხების მხოლოდ მცირე პროცენტი საუბრობს, როგორც პირველი ენა, 18 % ზოგადად საზოგადოებაში და 8 % ახალგაზრდებს შორის. დასავლეთ სომხური წარმოადგენდა სომხურ დომინანტ ჯიშს, მაგრამ სომხების გენოციდის შემდეგ ამ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ისინი, ვინც აღმოსავლეთ სომხეთში გაიქცნენ, ახლა ლაპარაკობენ ან აღმოსავლეთ სომხურ ენაზე, ან ორივე ენის ნაზავზე. ერთადერთი დასავლეთ სომხური დიალექტი, რომელზედაც დღესაც საუბრობენ არის ჰომეცის დიალექტი, რომელზეც ჰემშინის ხალხი ლაპარაკობს. ისინი გენოციდის შედეგად არ დაშავდნენ, რადგან მუსლიმანები არიან.
2009 წლის 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა იუნესკოს მიერ მსოფლიოს გადაშენების პირას მყოფი ენების ახალი სიის გამოქვეყნებით, დასავლეთ სომხური ენა განისაზღვრება, როგორც ნამდვილად საფრთხის წინაშე მყოფი ენა.[4][5]
ორთოგრაფია
რედაქტირებადასავლეთ სომხური იყენებს კლასიკურ სომხურ ორთოგრაფიას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრადიციული მაშტოცური ორთოგრაფია. სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დანერგილი სომხური ორთოგრაფიული რეფორმა, რომელიც დღემდე გამოიყენება თანამედროვე სომხეთის აღმოსავლეთის სომხურენოვან ენაში, მოსაუბრეების უმეტესობამ არ მიიღო, რომელთა შორის იყვნენ ირანული და აღმოსავლეთ სომხურენოვანი დიასპორები. დასავლეთსომხურში მას კომუნისტური რეჟიმის დროს გამოქვეყნებულ პერიოდულ გამოცემებში იყენებდნენ.
არტიკლები
რედაქტირებაინგლისურისა და სხვა ენების მსგავსად, სომხურ ენასაც აქვს გარკვეული და განსაზღვრული არტიკლები. დასავლეთ სომხურ ენაში განუსაზღვრელი არტიკლია / მა /, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
ატორ მა („სკამი“,), ატორი მა („სკამის“,)
განმსაზღვრელი არტიკლი არსებით სახელთან მიმაგრებული სუფიქსია და არის ორი ფორმიდან ერთ – ერთი, ან –n (როდესაც ბოლო ბგერა ხმოვანია) ან –ə (როდესაც ბოლო ბგერა თანხმოვანია).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Baghdassarian-Thapaltsian, S. H. (1970). Շիրակի դաշտավայրի բարբառային նկարագիրը დაარქივებული 2019-09-15 საიტზე Wayback Machine. . დაარქივებული 2019-09-15 საიტზე Wayback Machine. Bulletin of Social Sciences (in Armenian) (6): 51–60. Retrieved 24 March 2013.
- ↑ Hovannisian, Richard, ed. (2003). Armenian Karin/Erzerum. Costa Mesa, California: Mazda Publ. p. 48. ISBN 9781568591513.
Thus, even today the Erzerum dialect is widely spoken in the northernmost districts of the Armenian republic as well as in the Akhalkalak (Javakheti; Javakhk) and Akhaltskha (Akhaltsikh) districts of southern Georgia
- ↑ "Armenian alphabet, language and pronunciation". Omniglot.com. Retrieved 30 December 2017.
- ↑ "UNESCO: 15 Languages Endangered in Turkey, by T. Korkut, 2009" დაარქივებული 2009-03-31 საიტზე Wayback Machine. . Bianet.org. Retrieved 30 December 2017.
- ↑ UNESCO Culture Sector, დაარქივებული 2010-10-30 საიტზე Wayback Machine. UNESCO Interactive Atlas of the World's Languages in Danger, 2009