შემასმენელი
(გადამისამართდა გვერდიდან პრედიკატი)
შემასმენელი — წინადადების ძირითადი წევრი, რომელიც გადმოსცემს ქვემდებარის მოქმედებას ან მდგომარეობას. ქართულ ენაში შემასმენელი გამოიხატება ზმნით ან ზმნისა და სახელის შეერთებით. შემასმენელი შესაძლოა იყოს მარტივი და შედგენილი. მარტივი შემასმენელია ზმნა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს ნაწილაკიც და მეშველი ზმნაც. შედგენილი შემასმენელი შეიცავს ზმნას და მასთან მიერთებულ სახელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 708.