სახელზმნა
სახელზმნა — სიტყვა, რომელსაც აქვს როგორც არსებითი სახელის, ისე ზმნის ნიშნები. სახელზმნა ბრუნვიანი სიტყვაა და წინადადებაში გამოიყენება როგორც სახელი (შეიძლება იყოს სუბიექტი, ობიექტი, მეორეხარისხოვანი წევრი), ზმნასთან კი აერთიანებს ლექსიკური შინაარსი, წარმოება, გამოყენება III სერიის ფორმათათვის და წარმოქმნის ზოგი კატეგორია (გეზი, ორიენტაცია, ასპექტი და სხვა).
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა ანტონ კათალიკოსმა შემოიღო და აღნიშნავს „ქმნის და ვნების“ გამომხატველ სიტყვას („წერა“, „კეთება“ ...), რომელიც სახელის ნიშნებსაც ატარებს და ზმნისაც (იმას, რაც დღეს საწყისით, მასდარით აღინიშნება). შემდგომ გრამატიკოსთა (სოლომონ დოდაშვილი, თედო ჟორდანია და სხვა) სახელზმნას არსებით სახელებში ათავსებდა, მეორე (დავით ყიფიანი და სხვა) ზმნის სისტემას მიაკუთვნებდა. აკაკი შანიძემ გააფართოვა ტერმინის ხმარების არეალი და იგი მიმღეობაზეც გაავრცელა, ნაზმნარი არსებითი სახელი კი აღნიშნა ტერმინით საწყისი; დღეისათვის სახელზმნა მოიცავს საწყისსაც და მიმღეობასაც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნაზმნარი სიტყვა: მიმღეობა და მისი წარმოება დაარქივებული 2022-06-27 საიტზე Wayback Machine.