ზანგეზურის ქედი
ზანგეზურის ქედი (აზერ. Zəngəzur dağları; სომხ. Զանգեզուրի լեռնաշղթա) — ქედი ამიერკავკასიის მთიანეთში. გადაჭიმულია მერიდიანულად მდინარეების ტერტერისა და არფის ზემო დინებიდან მდინარე არაქსამდე, დაახლოებით 130 კმ-ზე, სიმაღლე 3904 მ-მდე (მთა გაფიჯიღი). ძირითადად აგებულია გრანიტებითა და გრანოდიორიტებით. დასავლეთი კალთები შემოსილია სტეპისა და ნახევრად უდაბნოს მცენარეულობით; აღმოსავლეთი კალთები — ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი) და სუბალპური მდელოებით. არის სპილენძისა და მოლიბდენის საბადოები.
ზანგეზურის ქედი | |
---|---|
ზანგეზურის ქედი | |
კოორდინატები: 39°09′ ჩ. გ. 46°00′ ა. გ. / 39.150° ჩ. გ. 46.000° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი აზერბაიჯანი |
უმაღლესი წერტილი | გაფიჯიღი |
სიმაღლე | 3904 მ |
სიგრძე | 130 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 480.