აგარაკი (ქალაქი)
აგარაკი (სომხ. Ագարակ) — ქალაქი სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში, მდებარეობს ირანის საზღვართან, ქალაქ მეგრიდან 9 კილომეტრში, მდინარე არაქსის მარცხენა სანაპიროზე. სამი მხრიდან ეკვრის ზანგეზურის ქედის კალთები. აგარაკი დაარსდა 1949 წელს, როგორც სამხედრო დასახლება, 1954 წელს მიიღო დაბის სტატუსი, ხოლო 1990-იან წლებში - ქალაქისა. აგარაკში 1972 წელს ცხოვრობდა 3800 კაცი, 1979 წელს - 4073, 2001 წელს - 4801, ხოლო 2011 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობამ 4429 კაცი შეადგინა.
ქალაქი | |
---|---|
აგარაკი სომხ. Ագարակ | |
ქვეყანა | სომხეთი |
კოორდინატები | 38°52′00″ ჩ. გ. 46°12′00″ ა. გ. / 38.86667° ჩ. გ. 46.20000° ა. გ. |
დაარსდა | 1949[1] |
ფართობი | 6±1 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 650 მეტრი |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა |
3 800 (1972), 4 073 (1979), 4 801 (2001), 4 872 (2009), 4 881 (2010), 4 908 (2011), 4 929 (2012), 4 443 (2013), 4 386 (2014), 4 300 (2015) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | 286 |
საფოსტო ინდექსი | 3403 |
ეკონომიკა
რედაქტირებააგარაკი არის სომხეთის ფერადი მეტალურგიის ცენტრი, 1853 წელს გაიხსნა სპილენძ-მოლიბდენის საბადო, ხოლო 1958 წელს სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი. 1989 წელს კომბინატი დაიხურა და მუშაობა განაახლა 2000 წელს. ქალაქში არის საბაჟო პუნქტი კარჩევანი. 2004 წლის 30 ნოემბერს აგარაკში დაიწყო ირან-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა.