მეღრი

(გადამისამართდა გვერდიდან მეგრი)

მეღრი (სომხ.: Մեղրի) — ქალაქი სომხეთის სამხრეთით, სიუნიქის პროვინციაში, ირანის საზღვართან ახლოს. ქალაქის ეკონომიკა საკვების ინდუსტრიაზეა დაფუძნებული; აქ მდებარეობს პურის საცხობი, კონსერვების და ღვინის მწარმოებელი ქარხნები. მეღრში დანარჩენ სომხეთთან შედარებით საკმაოდ რბილი კლიმატია, რაც ხილის წარმოებას უწყობს ხელს. ქალაქთან ახლოს მდებარეობს რუსული სამხედრო ბაზა 2 000 ჯარისკაცით. ირან-სომხეთის გაზსადენი გადის მეღრზე.

ქალაქი
მეღრი
Մեղրի

მეღრი
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი სიუნიქი
კოორდინატები 38°54′08″ ჩ. გ. 46°14′18″ ა. გ. / 38.90222° ჩ. გ. 46.23833° ა. გ. / 38.90222; 46.23833
მერი სერგეი აირაპეტიანი
დაარსდა 906
ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 650 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 4997 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (286 0)
საფოსტო ინდექსი 3401, 3402
ოფიციალური საიტი http://www.meghri.am
მეღრი — სომხეთი
მეღრი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება