ორდუბადი
ორდუბადი (აზერ. Ordubad) — ქალაქი აზერბაიჯანში, ორდუბადის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქი. განლაგებულია ზანგეზურის ქედის მთისწინეთში, მდინარე ორდუბადჩაიზე, ორდუბადის რკინიგზის სადგურიდან 4 კილომეტრის მოშორებით.
ორდუბადი აზერ. Ordubad | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
---|---|
კოორდინატები | 38°54′29″ ჩ. გ. 46°01′40″ ა. გ. / 38.90806° ჩ. გ. 46.02778° ა. გ. |
პირველი ხსენება | VII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 856 მ |
კლიმატის ტიპი | სუბტროპიკული მშრალი |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 10,3 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | 36 |
საფოსტო ინდექსი | AZ6900 |
ორდუბადი არის აზერბაიჯანის იმ ქალაქთა შორის, რომელმაც შემოინახა თავისი ძველი ძეგლები, ძველი დაგეგმარება და უძველესი ნაგებობების დიდი ნაწილი. 2001 წლიდან ისტორიული განაშენიანების ფართობი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის კანდიდატი.
ისტორია
რედაქტირებაორდუბადის უძველესი ძეგლი, რომლის შესახებაც არსებობს ინფორმაცია, არის ქუფური წარწერა სპარსულად ქალაქის უძველეს სასაფლაოს ერთ-ერთ ფირფიტაზე, 824 წლით დათარიღებული[1][2]. ეს წარწერა აღმოაჩინა მ. ხანიკოვმა, რომელიც წერდა, რომ 1851 წელს მ. არხანგელსკმა ამ წარწერიდან ესტამპაჟი გააკეთა. თუმცა, ეს ფირფიტა არ შემოინახა. უკვე 1927 წელს, ვ. მ. სისოევმა ორდუბადის სასაფლაოზე ქუფური წარწერა ვერ აღმოაჩინა. ორდუბადის უძველესი ძეგლები ასევე მოიცავს უძველესი ქარვასლის ნანგრევებს, რომელიც შენახული იყო XIX საუკუნის ბოლომდე.
ორდუბადის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, რომელიც დღემდე არსებობს, 1357 წლის საფლავის ფირფიტაა არაბულ-სპარსული რელიგიური წარწერით[1][2]. ეს საფლავი, ნაპოვნია იმავე სასაფლაოზე, რომელზეც 824 წლის ფირფიტა. ეკუთვნოდა ორდუბადელ შეიხ აბუ-საიდს, რომელიც იბნ სინას თანამედროვე იყო[3].
ისტორიკოსი ხუმარ ვაჰიდოვა აღნიშნავს, რომ ორდუბადის შესახებ პირველი ხსენები VII საუკუნით თარიღდება. ამ პერიოდში, მთლი ამიერკავკასია, მათ შორის ორდუბადის პროვინცია, არაბთა სახალიფოს მმართველობის ქვეშ მოხვდა. პროვინციას მართავდნენ ემირები[1].
IX - X საუკუნეებში ორდუბადის პროვინცია ექვემდებარებოდა ხან საჯიდების, ხან სალარიდების დინასტიებს[4].
ორდუბადმა XII საუკუნეში დიდი პოპულარობა მოიპოვა, იმ დროს, როდესაც ნახიჩევანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ილდეღიზიდების სახელმწიფოს დედაქალაქი[1][5].
XIII საუკუნის პირველ ნახევარში, ორდუბადი მონღოლთა დამპყრობლებმა დაიპყრეს. მიიჩნევა, რომ თურქულ-სპარსული სახელი „ორდუბადი“, ნიშნავს „არმიის ქალაქს“, რაც შესაძლებელია ეფუძნებოდეს მონღოლთა შემოჭრის პერიოდს ან ილჰანიდების მმართველობას. ორდუბადი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი, რომლის მეშვეობითაც ქარავნები ჩინეთის, ევროპისა და ინდოეთის მიმართულებით გადიოდნენ. ხილი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და აბრეშუმი ქალაქიდან გადიოდა. XIV საუკუნის შუა ხანებში ჰამდალაფ ყაზვინი ორდუბადს პროვინციულ ქალაქად მიიჩნევს, ხუთ ქალაქს შორის, რომლებიც ნახიჩევანის შუაგულის ნაწილს წარმოადგენდა, სადაც ყურძენს, მარცვლეულსა და ბამბებს აწარმოებდნენ[6][7]. ჰამდალაფ ყაზვინის მიერ დაწერილ „ნუზხათ ალ ყულაბიში“ (XIV საუკუნის), ორდუბადი და ნახიჩევანი აზერბაიჯანის რეგიონებადაა მოხსენიებული[8].
XIV საუკუნის დასასრულს ქალაქს თავს დაესხა თემურლენგის ჯარი. 1387 წელს, ხორასანის დაპყრობის შემდეგ, თიმურმა და მისმა არმიამ გადაინაცვლეს თავრიზამდე. მისი გზა გადიოდა ორდუბადიდან და მისი შემოგარენიდან, რის შედეგადაც დიდი ზიანი მიეყენა. ორდუბადის მახლობლად ალინჯაყალას ციხე-სიმაგრეში მომხდარი ბრძოლები ქალაქის მოსახლეობისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. XV - XVI საუკუნეებში ორდუბადი იყო ფეოდალური სახელმწიფოების ნაწილი, ყარა-ყოიუნლუსა და აყ-ყოიუნლუს[1].
XV საუკუნეში, ორდუბადჩაის მარცხენა სანაპიროზე, ფეოდალური ციხე დაარსდა ამბარასის ბორცვზე, რომელიც ქალაქის ცენტრში იყო. ის ვაჭრობის შედეგად სწრაფად იზრდებოდა.
XVI საუკუნეში ორდუბადი წარმოადგენდა ხელნაკეთი წარმოებისა და ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრს. XVII საუკუნეში ორდუბადჩაის მარცხენა სანაპიროზე შეიქმნა ახალი სავაჭრო ცენტრები. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის განვითარება მოხდა მარჯვენა მხარეს, ციხემ დაკარგა ღირებულება. 1604 წელს, ორდუბადმა (შაჰ-აბასის მმართველობის დროს) მიიღო გარკვეული პრივილეგიები. იგი გადასახადებისგან გათავისუფლდა. ეს დასტურდება შახის მიერ ხელმოწერილი ტექსტით, რომელიც ჯუმა მეჩეთის პორტალზეა ამოკვეთილი[2]. XVI საუკუნის ბოლოს - XVII საუკუნის პირველი ნახევარი ორდუბადისთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა. თურქულ-ირანული ომის დროს ბევრი სისხლიანი შეტევა მოხდა, ორდუბადი არაერთხელ იქნა განადგურებული. ამგვარად, 1635 წელს, ირან-თურქეთის ომის დროს, ორდუბადი ბარბაროსულად განადგურდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გარე პოლიტიკურმა სტაბილიზაციამ ობიექტურად შეუწყო ხელი ურბანული ცხოვრების აღორძინებას, ხელოვნებისა და ვაჭრობის აღდგენას. ეს პერიოდი მოიცავს მედრესეს მშენებლობასაც[9]. XVII - XVIII საუკუნეებში დაიწყო ახალი სავაჭრო ცენტრების დაარსება ორდუბადში, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე[10].
XVIII საუკუნის ბოლოს - XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქი იყო ნახიჩევანის სახანოს ნაწილი, მაგრამ 1827 წლის რუსეთ-სპარსეთის ომი ს დროს, თურქმენჩაის ხელშეკრულების შედეგად, ეს ტერიტორია რუსეთის მფლობელობაში შევიდა[6].
1834 წელს, ქალაქის მოსახლეობა და მისი 52 სოფელი 11,341 ადამიანი იყო. მოსახლეობა, ძირითადად, აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა, და მებაღეობასა და მევენახეობას ეწეოდნენ[6].
1977 წელს, აზერბაიჯანის სსრ-ს მთავრობის დადგენილებით, ორდუბადის ისტორიული ნაგებობების ფართობი, რომელიც გამოირჩევა არქიტექტურული სტრუქტურითა და ძეგლებით, გამოცხადდა ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალად.
2001 წლიდან ქალაქი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის კანდიდატი[10].
მოსახლეობა
რედაქტირება1869 წელს ქალაქში იყო 810 სახლი (ან ეზო)[11]. XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისში ორდუბადში იყო დაახლოებით 4,500 მცხოვრები, ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელები. 1897 წელს ქალაქში ცხოვრობდა 4611 ადამიანი[12]. 1912 წლის „კავკასიური კალენდრის“ მიხედვით, 5445 ადამიანი ცხოვრობდა ქალაქში, ძირითადად აზერბაიჯანელები, რომლებიც მითითებულია კალენდარში როგორც „თათრები“.
1989 წლის მთლიანი მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, 9,395[13] ადამიანი ცხოვრობდა ორდუბადში, 1991 წელს - 9,500 და 2008 წელს 10,372 ადამიანი.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქში ძირითადად აგრარული და სამრეწველო კომბინატები და ქარხნები მდებარეობს.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- ისტორიულ-არქიტექტურული სახელმწიფო ნაკრძალი
- მამედ საიდ ორდუბადის სახლ-მუზეუმი
- ჯუმა მეჩეთი
- დილბერ მეჩეთი
- ორსართულიანი მედრესე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Хумар Ваидова. История города Ордубад в XIX — начале ХХ вв. — Институт истории им. А. А. Бакиханова, Баку: Nurlan, 2007. — С. 15. — 189 с.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Фараджев А. С. Ордубад. Историко-экономический очерк. — Б.: Азербайджанской государственное издательство, 1970.
- ↑ Салаева Р. Д. Ордубад—истоки и формирование. — Б.: Элм, 1989. — 116 с.
- ↑ AZERBAIJAN iv. Islamic History to 1941
- ↑ ОРДУБАД
- ↑ 6.0 6.1 6.2 ORDUBĀD
- ↑ ХАМДАЛЛАХ КАЗВИНИ
- ↑ ADHARBAYDJAN (англ.) // The Encyclopaedia of Islam / Edited by C. E. Bosworth, E. van Donzel and W. P. Heinrichs and G. Lecomte. — Лейден, 1986. — Vol. I. — P. 191.
- ↑ А. В. Саламзаде. Проблемы сохранения и реконструкции исторических городов Азербайджана. — Элм, 1979. — С. 47. — 138 с.
- ↑ 10.0 10.1 Ordubad historical and architectural reserve
- ↑ Военно-Ученый Комитет. Эриванская губерниiя. Списокъ населенныхъ мѣстъ губернiи. — Типографiя Товарищества «Общественная Польза». — С. 17. — 18 с.
- ↑ Первая Всеобщая перепись населения Российской империи 1897 года.
- ↑ Всесоюзная перепись населения 1989 г.