მამედ საიდ ორდუბადი

მამედ საიდ ორდუბადი (აზერ. Məmməd Səid Ordubadi; დ. 24 მარტი, 1872, ორდუბადი, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1 მაისი, 1950, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი მწერალი, აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1930-იან წლებში გახდა ისტორიული რომანის ჟანრის ფუძემდებელი აზერბაიჯანულ ლიტერატურაში[1].

მამედ საიდ ორდუბადი
აზერ. Məmməd Səid Ordubadi
სრული სახელი მამედ ჰაჯი-აღა ოღლუ ორდუბადი
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1872
დაბადების ადგილი ნახიჩევანი, ორდუბადი, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 1950 (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
დასაფლავებულია საპატიო დაკრძალვის ხეივანი ბაქოში
საქმიანობა მწერალი, პოეტი
ენა აზერბაიჯანული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჟანრი ლექსი, რომანი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ნათესავ(ებ)ი მამა:ჰაჯი-აღა ფაგირი (პოეტი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

მამედ სეიდ ორდუბადი დაიბადა 1872 წლის 24 მარტს ნახიჩევანის რაიონის ქალაქ ორდუბადში, ცნობილი პოეტის ოჯახში, რომელიც პოეზიას წერდა ფსევდონიმით „ფაგირი“. იგი ოჯახს დიდგვაროვანი ადამიანებისთვის ლექსების წერით არჩენდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მამედ სეიდი 14 წლის ასაკში დედასთან ერთად აბრეშუმის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ორდუბადიმ ლიტერატურული შემოქმედება 14-15 წლის ასაკში დაიწყო[2].

პირველადი განათლება მიიღო მოლასთან, შემდეგ კი მასწავლებლის, მირზა ბახშის სკოლაში. პოეზიითა და ლიტერატურით დაინტერესებულმა მირზა ბახშიმ ორდუბადის ნიჭი და კითხვის გატაცება დაინახა, ორდუბადის მეტი ყურადღება დაუთმო და სწავლის საფასურიც კი არ გამოართვა[2].

სრულყოფილი განათლება ორდუბადიმ თავისი ეპოქის ერთ-ერთი წამყვანი ინტელექტუალის – თანამედროვე სკოლის პოეტ მამედ თაღი სიდგის მიერ გახსნილ ახალ ტიპის სკოლაში მიიღო. ღრმა ცოდნის მქონე პოეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორდუბადის მიერ თანამედროვე საერო მეცნიერებების საფუძვლების შესწავლაში[2].

შემოქმედება

რედაქტირება

წლების განმავლობაში ახალგაზრდა საიდმა გამოავლინა კითხვისადმი დიდი გატაცება და განაგრძო შემოქმედებითი საქმიანობა. მას შემდეგ, რაც მისი ლექსები გაზეთ „შარგი-რუსში“ დაიბეჭდა, მისი ინტერესი პოეზიისა და მწერლობის მიმართ დღითი დღე მატულობდა. შედეგად 1904 წელს დაწერა ნაწარმოები „უცოდინრობა“. ეს ნაშრომი დაიბეჭდა ტფილისში 1906 წლის იანვარში სტამბა „ყაირათში“ დაიბეჭდა[1].

1907 წელს მამედ საიდ ორდუბადმა გამოსცა მეორე წიგნი სახელწოდებით „სამშობლო და თავისუფლება“, რომელიც ისევ თბილისის სტამბა „ყაირათში“ დაიბეჭდა[1].

1920-იან წლებში მამედ საიდ ორდუბადი ჯალილ მამედყულიზადესთან ერთად აგრძელებდა მუშაობას ჟურნალ „მოლა ნასრედინში“. თავის გამოქვეყნებულ ნაშრომებში მკვეთრად აკრიტიკებდა საზოგადოებაში არსებულ ნეგატივსა და გამოდიოდა საერთაშორისო იმპერიალიზმის წინააღმდეგ[1].

1926 წელს მამედ საიდმა დაწერა აქტუალური პიესა საბჭოთა ინსტიტუტებში არსებული ბიუროკრატიისა და მასთან ბრძოლის შესახებ[1].

1935 წელს შეადგინა ლიბრეტო მუსლიმ მაგომაევის ოპერისთვის „ნარგიზი[3].

1936 წელს პოეტ ჰაბიბ ისმაილოვთან ერთად შეადგინა ლიბრეტო უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერისთვის „ქოროღლი[4].

1939 წელს შეადგინა ლიბრეტო აფრასიიაბ ბადალბეილის ოპერისთვის „ნიზამი“.

მამედ საიდ ორდუბადის პირველი ისტორიული რომანია „ღრუბლიანი თავრიზი“. ბოლო ისტორიული რომანი კი „ხმალი და კალამი“.

გადასახლება

რედაქტირება

მამედ საიდ ორდუბადის ლიტერატურული და რევოლუციური მოღვაწეობის გაფართოვებასთან ერთად გაიზარდა ხელისუფლების წრეების ეჭვებიც მის წინააღმდეგ. დევნისგან თავის დასაღწევად მამედ საიდს 1907 წელს ჯულფაში მოუწია გადასვლა. აქ ის უერთდება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას „ჰუმეთს[5].

ორდუბადის აპატიმრებენ და ნახიჩევანის ციხეში სვამენ, მოგვიანებით გადაიყვანენ ტფილისში, შემდეგ ბაქოს ბაილის ციხეში. საბოლოოდ, 1914 წლის იანვარში გადაასახლეს ქალაქ ცარიცინში. გადასახლების წლები ძალიან მძიმე იყო მწერლისთვის. ზამთრის უმძიმეს სიცივეში შორ მანძილზე გამგზავრებამ, ციხიდან ციხეში გადაყვანამ, შიმშილმა, აუტანელმა ცხოვრებამ გაანადგურა მისი ჯანმრთელობა. მიუხედავად ამისა, ორდუბადიმ მოახერხა თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნება[1][2].

გარდაცვალება

რედაქტირება

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ორდუბადი გარდაიცვალა 1950 წლის 1 მაისს ბაქოში. დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ხეივანზე.

აზერბაიჯანში არაერთ ქუჩას, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებას ორდუბადის სახელი დაარქვეს, ორდუბადსა და ბაქოში შეიქმნა სახლ-მუზეუმები, ნახიჩევანში კი მწერლის ბიუსტი დაიდგა.

ნაწარმოებები

რედაქტირება
  • ხმალი და კალამი“ (1946-1948)
  • „ღრუბლიანი თავრიზი“ (1933-1948),
  • „საიდუმლო ბაქო“ (1940)
  • „მებრძოლი ქალაქი“ (1938)
  • „უბედური მილიონერი“ (1914)
  • „სისხლიანი წლები“
  • „ანდალუსიის ბოლო დღეები, ან გრენადას დანებება“ (1914)
  • „მამის ბრძანები“,
  • „თუთი,
  • „ძმის დახმარება“ და სხვა

იხილეთ აგრეთე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Tarixdə iz buraxanlar: Məmməd Səid Ordubadi
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Gözləri tutulmuş azərbaycanlı şair Məmməd Səid Ordubadinin doğum günüdür
  3. Абасова Э. Г. Магомаев А. М. // Музыкальная энциклопедия / под ред. Ю. В. Келдыша. — М.: Советская энциклопедия, Советский композитор, 1976. — Т. 3.
  4. KÖROĞLU i. LITERARY TRADITION
  5. Dilqəm Əhməd, «Fərqlilər», — გვ. 140