უზეირ ჰაჯიბეკოვი

უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი (დ. 17 სექტემბერი [ძვ. სტ. 5 სექტემბერი], 1885, სოფ. აღჯაბადი, შუშის მახლობლად — გ. 23 ნოემბერი, 1948, ბაქო) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1938), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.

უზეირ ჰაჯიბეკოვი
Üzeyir Hacıbəyov (cropped).jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 (18) სექტემბერი, 1885
დაბ. ადგილი აღჯაბედი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 1948(1948-11-23)[1] [2] [3] [4] [5] (63 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო[1]
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჯილდოები სსრკ-ის სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სტალინური მე-2 ხარისხის პრემია, სტალინური მე-2 ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“
ხელმოწერა Uzeyir Hajibeyov signature.jpg
საიტი hajibeyov.com
უზეირ ჰაჯიბეკოვი ვიკისაწყობში
ჰაჯიბეკოვი ოპერაში „ლეილა და მეჯნუნი“, ბაქო, 1908

ბიოგრაფიარედაქტირება

სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და პეტერბურგის კონსერვატორიაში (1914). ჰაჯიბეკოვის პირველმა ოპერამ „ლეილა და მეჯნუნი“ (1908) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: „ასლი და ქერემი“ (1912), „შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ“ (1912, ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა „ქოროღლუ“ (1937, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941); ოპერეტები: „ცოლი და ქმარი“ (1900), „ეს თუ არა, ის“ (1910), „არშინ მალ ალან“ (1913, ამავე სახელმწიფო ფილმისათვის სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1938-1948 იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა 1949-იდან) პროფესორი და დირექტორი. 1931 ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, 1936 — სახელმწიფო გუნდი. 1945-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა „სამშობლო და ფრონტი“, რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: „სენსიზი“ („უშენოდ“) და „სევგილი ჯანანი“ („სატრფო“). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა (1945), სსრკ I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

სქოლიორედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Абасов Э., Оперы и музыкальные комедии Узеира Гаджибекова, Баку, 1961
  • Виноградов В., Узеир Гаджибеков и азербайджанская музыка М., 1938;
  • Касимов К., Узеир Гаджибеков, М., 1945