აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი

„აზერბაიჯანის მარში“ (აზერ. Azərbaycan Marşı), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნიაზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო, ისევე, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა და გერბი. ჰიმნის მელოდია დაწერილია 1919 წელს აზერბაიჯანელი კომპოზიტოროის უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ, ხოლო სიტყვები ეკუთვნის პოეტ აჰმედ ჯავადის. ჰიმნი ოფიციალურად მიიღეს 1992 წლის 27 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ თავისუფლების აღდგენის შემდეგ.

Azərbaycan Respublikasının Dövlət Himni
ქართ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტექსტის ავტორი აჰმედ ჯავადი
მუსიკის ავტორი უზეირ ჰაჯიბეკოვი
შემოღებულ იქნა 1918

ჰიმნის ისტორია

რედაქტირება
 
 
ჰიმნის მუსიკის ავტორი უზეირ ჰაჯიბეკოვი (მარცხნივ) და სიტყვების ავტორი — აჰმედ ჯავადი (მარჯვნივ)

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში კომპოზიტორ უზეირ ჰაჯიბეილიმ დაწერა ორი მარში. ეს ორივე ნაწარმოები გამოქვეყნებული იყო თურქი მუსიკადმცოდნეს ეტემ უნგიორის წიგნში „თურქული მარშები“ (აზერ. Türk marşları), რომელიც გამოქვეყნდა 1965 წელს ანკარაში. ამ ნაწარმოებების ხელნაწერაბი ჩატანილი იქნა თურქეთში კომპოზიტორის ძმის ჯეიჰუნ ჰაჯიბეკოვის მიერ. ერთ-ერთი მათგანს ეწოდება „აზერბაიჯანის ეროვნული მარში“ (აზერ. Azərbaycan milli marşı).[1] 1919 წელს ამ ნაწარმოებს მიენიჭა პირველი ადგილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ (ამის შესახებ დაწერილია 1919 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „აზერბაიჯანში“ ). უ. ჰაჯიბეილის მიერ დაწერილი ხელნაწერი ინახება კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში, ბაქოში.[2]

მეორე მარშის შესახებ, რომელსაც ეწოდება „აზერბაიჯანის მარში“ (აზერ. Azərbaycan marşı), თურქი პუბლიცისტი იძლევა შემდეგნაირ განმარტებას: „იმ წლებში, როდესაც აზერბაიჯანს ჯერ არ ჰქონდა დაკარგული თავისი დამოუკუდებლობა, ამ მარშს მღეროდნენ სამხედრო სასწავლებლებში სწავლის დაწყების წინ“. მოგვიანებით ეს მარშიაიდინ აზიმოვას მიერ არანჟირებული გუნდისთვის და ორკესტრისთვის მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნად. ის, რომ ეს მარში წარმოადგენდა აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გიმნს, დასტურდება ასევე ჩანაწერებით და დოკუმენტებით, რომლებიც ინახება კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში.

1992 წლის 27 მაისის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის გადაწყვეტილებით „აზერბაიჯანის მარში“, რომლის მუსიკაც დაწერილ იქნა უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ, ხოლო სიტყვები ეკუთვნის აჰმედ ჯავადს, მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნად.

1993 წლის 2 მარტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დამტკიცებული იქნა დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფი ჰიმნის შესახებ.

ჰიმნის ტექსტი გვხდება აზერბაიჯანულ ბანკნოტაზე (5 მანათის ნომინალზე). ჰიმნის ტექსტი მოოქროვილ ბრინჯაოზე ასევე დადგმულია ბაქოში სახელმწიფო დროშის მოედანზე.[3] 2011 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსვებულ იქნა საფოსტო მარკა სახელმწიფო ჰიმნის ტექსტით.

იხილეთ ასევე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Etem Üngör. Türk marşları. Türk Kültürünü Aras̆tırma Enstitüsü, Ankara 1965.
  2. İ. Əliyev, E. Məhərrəmov. Azərbaycan Respublikasınn Dövlət Rəmzləri. Баку, Nurlan 2008.
  3. Президент Республики Таджикистан ознакомился с Площадью Государственного флага и «Baku Cristal Hall»