აჰმედ ჯავადი (ნამდვილი სახელი ჯავად მამადალი-ოღლუ ახუნდზადე; დ. 5 მაისი, 1892, სოფ. სეიფალი, შამქორის რაიონი — გ. 12 ოქტომბერი, 1937) — აზერბაიჯანელი პოეტი. დაიბადა გლეხის ოჯახში. ლექსებს აქვეყნებდა 1913 წლიდან. უმღეროდა სამშობლოს, ხალხთა მეგობრობას. ერთხანს ცხოვრობდა საქართველოში. მეუღლე ქართველი ჰყავდა. იუსტინე აბულაძისა და სოლომონ იორდანიშვილის კონსულტაციით აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ვეფხისტყაოსანი (დაიბეჭდა დ. ალიევას რედაქციით. 1978, ბაქო). თარგმნიდა აგრეთვე შექსპირისა და პუშკინის ნაწარმოებებს.

აჰმედ ჯავადი
აზერ. Əhməd Cavad
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1892(1892-05-05)[1]
დაბადების ადგილი აშაღი-სეიფალი
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 1937(1937-10-12)[1] (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, რედაქტორი და ლიტერატურული კრიტიკოსი[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
მეუღლე Shukriyya Javad

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 IMSLP — 2006.
  2. Czech National Authority Database