აფრასიიაბ ბადალბეილი
აფრასიიაბ ბადალბეკ ოღლი ბადალბეი (აზერ. Əfrasiyab Bədəlbəy oğlu Bədəlbəyli; 19 აპრილი, 1907, ბაქო — 6 იანვარი, 1976, იქვე) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკადმცოდნე და პუბლიცისტი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი. რეჟისორ შამსი ბადალბეილის ძმა. ავტორი[2] პირველი აზერბაიჯანული ბალეტის მუსიკისა და ლიბრეტოსი,[3] მუსულმანურ აღმოსავლეთში[4] პირველი ბალეტის „ქალწულთა კოშკის“, ოპერ, ისეთების როგორიცაა „ნიზამის“ (1948 წელი), მიძღვნილი მოაზროვნისა და პოეტის ნიზამ გიაჯიევისადმი, „ტირიფები არ იტირებენ“ (1971 წელი), სიმფონიური ორკესტრისათვის შექმნილი ნაწარმოებებისა, მუსიკისა და რიგი პიესებისა.
აფრასიიაბ ბადალბეილი | |
---|---|
აზერ. Əfrasiyab Bədəlbəyli | |
აფრასიიაბ ბადალბეილი 1930-იან წლებში | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი |
19 აპრილი, 1907 ბაქო, რუსეთის იმპერია |
დაბ. ადგილი | ბაქო |
გარდ. თარიღი |
6 იანვარი, 1976 (68 წლის) ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი[1] |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკალური კრიტიკოსი |
ხელმოწერა | |
აფრასიიაბ ბადალბეილი ვიკისაწყობში |
ცნობილია მისი შრომებიც და სტატიებიც მუსიკადმცოდნეობის წრეებში. პოპულარულია მისი განმარტებითი-მონოგრაფიული მუსიკალური ლექსიკონი, რომელშიც ცნობილ მუსიკალურ ტერმინებთან ერთად მის მიერ შეკრებილია და გადამუშავებულია აზერბაიჯანული ტერმინები. ბადალბეილი მშობლიური აზერბაიჯანულისა და რუსულის გარდა ასევე ფლობდა სპარსულ და არაბულ ენებს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა და ახალგაზრდობა
რედაქტირებააფრასიიაბ ბადალბეილი 1907 წლის 19 აპრილს დაიბადა ბაქოში, ქალაქ შუშადან წარმომავლთა ოჯახში. მისი მამა, ბადალბეკ ბადალბეილი გორში ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული იყო. მოგვიანებით ის გადავიდა ბაქოში, სადაც რუსულ-მუსულმანური სკოლა დააარსა საბჭოთა ქუჩის რაიონში, რომელსაც „ბადალბეკოვის სკოლის“ სახელითაც მოიხსენიებდნენ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლისკის მთავრობა არც თუ იშვიათად ავალებდა მას განათლების საკითხებით დაკავებას.[5] ბადალბეკი იყო უზეირ ჰაჯიბეკოვის ბიძაშვილი და მას აზერაიჯანში პირველი მუსიკალური თეატრის ორგანიზებაში დაეხმარა.
სწავლა და კარიერა
რედაქტირებააზერბაიჯანულ სახელმწიფო თურქულ მუსიკალურ ტექნიკუმში აფრასიიაბი ესწრებოდა ვიოლინოს კლასისა და მუსიკალური თეორიის გაკვეთილებს, რომლებზეც აზერბაიჯანულ სახალხო მელოდიებსა და მუღამებს ასრულებდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდში აფრასიიაბი მუშაობდა მთარგმენლად გაზეთ „კომუნისტში“,[6] რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცემოდა.[5] 1930 წელს ბადალბეილმა აზერბაიანის ოპერისა და ბალეტის თეატრში დირიჟორის რანგში დაიწყო მუშაობა.[7] ამავე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის „აღმოსავლური ენების“ ფაკულტეტი დაამთავრა აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგის სპეციალობით. 1931 წლიდან — სიმფონიური კონცერტების დირიჟორი. 1934 წლის სექტემბერში აფრასიიაბმა ნ. რიმსკი-კორსიკოვის სახელობის ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალური ტექნიკუმის საკომპოზიტორო განყოფილებაში ჩააბარა. დირიჟორობის ოსტატობის ასამაღლებლად ბადალბეილი ამავდროულად ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა დირიჟორის ასისტენტად. მისი ხელმძღვანელი იყო თეატრის მთავარი დირიჟორი ვლადიმერ დრანიშნიკოვი.[6] 1938 წელს მან ლენინგრადის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა ბორის ზეიდმანის კომპოზიციის კლასით. 1931 წელს აფრისიიაბ ბადალბეილი დაქორწინდა საბალეტო სივრცეში უკვე თვითდამკვიდრებულ აზერბაიჯანელ ბალერინაზე გამარ ალმასზადეზე, რომელიც ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განთქმული პედაგოგის მარია ფეოდორეს ასული რომანოვას კლასში აგრძელებდა სწავლას.[5] მეუღლეები სამშობლოში დაბრუნდნენ ჩანაფიქრით შეექმნათ პირველი აზერბაიჯანული კლასიკური ბალეტი. ამავე წელს ბადალბეილმა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრში დირიჟორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.
1952-დან 1956 წლამდე — აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირის „მუსიკადმცოდნეობისა და მუსიკალური კრიტიკის“ სექტორის თავმჯოდმარე. 1960 წლის 24 მაისში აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით „კულტურის სფეროში მიღწევებისათვი“ მას მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტის წოდება. 1969-დან 1973 წლამდე — აზერბაიჯანის მუსიკალური გუნდური საზოგადოების თავმჯდომარე. 1971 წელს დაიდგა ოპერა „ტირიფები არ იტირებენ“. თავად მუსიკისა და ლიბრეტოს ავტორს, სპექტაკლის რეჟისორს და დირიჟორს, ბადელბეილს უნდოდა გადმოეცა დიდ სამამულო ომში ხალხის მიერ განცდილი და მეხსიერებაში აღბეჭდილი შთაბეჭდილება. აფრასიიაბ ბაიდალბეილი 1963 წელს მეორედ დაქორწინდა 28 წლის ევგენია ორაგველაძეზე, რომელიც საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა. აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თბილისში გასტროლებით გამგზავრებასთან დაკავშირებით ევგენია ამზადებდა გადაცემას რუბრიკით „თბილისის სტუმრები“. გადაცემის სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ აფრასიიაბ ბადალბეილი, გამერ ალმასზადე, რომელთანაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკვე განქორწინებაში იმყოფებოდა აფრისიიაბი, რაფიგა ახუნდოვა, მაგსუდ მამედოვი და სხვ. პირდაპირი ეთერის დროის ხანგრძლივობისა და გადაცემის საერთო კონტურებზე შეთანხმების შემდეგ ევგენიამ სტუმრების გაცილება დაიწყო. აფრასიიაბ ბადალბეილმა ევეგენიას ტელეფონის ნომერი ჩაიწერა. ეთერის უკეთ მოსამზადებლად ისინი კიდევ რამდენიმეჯერ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. აფრაიიაბმა ევგენიას ბალეტ „ქალწულთა კოშკის“-თვის დაბეჭდილი ბროშურა აჩუქა თავისი ავტოგრაფით. ერთხელ აფრასიიაბი ევგენიასთან ერთად გაემგზავრა აგარაკზე მის შვილთან, დიმასთან. აქვე გაიცნო ევგენიას დედა. იქამდე ვიდრე ბაქოში დაბრუნდებოდა (გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ) აფრასიიაბმა ევგენიას ხელი ითხოვა და განაცხადა, რომ „უარს არ მიიღებდა“. ევგენია და მისი შვილი დიმა დათანხმდნენ მის წინადადებას. აფრასიიაბმა დიმა ჩარიცხა პრესტიჟულ სკოლაში ინგლისურის მიმართულებით. აფრასიიაბმა და ევგენიამ 12 წელი იცხოვრეს ერთად. დიმა აფრასიიაბს მამას ეძახდა.[5]
აფრასიიაბ ბაიდალბეილი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მთავარი დირიჟორის თანამდებობაზე. აფრასიიაბ ბადალბეილი 1976 წლის 6 იანვარს გულის ჭარბი უკმარისობით გარდაიცვალა. კომპოზიტორი დაიკრძალა იმავე დღეს II ღვაწლმოსილ მოღვაწეთა საპატიო ხეივანში.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Музыкальная энциклопедия / Гл. ред. Ю. В. Келдыш. — А — Гонг.: Советская энциклопедия, 1973. — Т. 1. — 1072 стб. с илл. с.
- ↑ Большая Советская Энциклопедия / Гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — А — Ангоб.: Советская энциклопедия, 1969. — Т. 1. — 608 стр., илл.; 47 л. илл. и карт, 1 отд. л. табл. с.
- ↑ Betty Blair.. Maiden's Tower Ballet. Azerbaijan International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-14.
This story line served as the inspiration for the creation of Afrasiyab Badalbeyli’s „Maiden’s Tower“ — the first ballet ever to be produced in Azerbaijan and the Muslim East (1940).
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Галина Микеладзе.. Сын бека, потомок шаха. «Азербайджанские Известия».
- ↑ 6.0 6.1 Биография. musigi-dunya.az.
- ↑ Living Voices of Azerbaijani History: Afrasiyab Badalbeyli დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine. . Voices.musigi-dunya.az(აზერბაიჯანული)