საჯიდები — დინასტია აზერბაიჯანში IX საუკუნის დასასრულსა და X საუკუნის დამდეგს. მისი ფუძემდებელი იყო აბუ ლ-საჯი, რომელიც დაწინაურდა ბაბექის აჯანყების ჩახშობის დროს. 890 წელს ხალიფამ აზერბაიჯანის მმართველად მისი ვაჟი მუჰამადი დანიშნა, რომელიც ქვეყანას ხანგამოშვებით მართავდა 929 წლამდე. იუსუფ საჯი შეეცადა დაეარსებინა სახელმწიფო, რომლის ცენტრიც აზერბაიჯანში იქნებოდა. მან დაამარცხა სომხეთის მეფე სმბატ I, დაიმორჩილა სომხეთი, შემდეგ ააოხრა სამხრეთი საქართველო, მაგრამ არაბებთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა (919). მოგვიანებით იუსუფ საჯი ხელმძღვანელობდა ხალიფის ჯარების დამსჯელ ექსპედიციას კარმატების წინააღმდეგ, მაგრამ აქაც დამარცხდა; მოკლეს 927 წელს. ორი წლის შემდეგ საჯიდებმა დაკარგეს აზერბაიჯანი.

ლიტერატურა

რედაქტირება