პონტოს მთები

მთათა სისტემა თურქეთის ჩრდილოეთში, მდინარე იეშილ-ირმაქის შესართავიდან მდინარე ჭოროხის შესართ

პონტოს მთები, ჩრდილო ანატოლიის მთები (თურქ. Kuzey Anadolu Dağları) — მთათა სისტემა თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, მდინარე იეშილ-ირმაქის შესართავიდან მდინარე ჭოროხის შესართავამდე. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიგანე 303 კმ. აერთიანებს დასავლეთ პონტოს მთებს, ჯანიქის მთებსა და აღმოსავლეთ პონტოს მთებს. შედგება გასწვრივი ხეობებითა და მთათაშუა ქვაბულებით გაყოფილი რამდენიმე პარალელური ქედისაგან, რომლებიც გაკვეთილია ყიზილ-ირმაქის, იეშილ-ირმაქისა და სხვა ხეობებით.

პონტოს მთები
სუმელა პონტოს მთებში
სუმელა პონტოს მთებში
კოორდინატები: 40°30′ ჩ. გ. 40°30′ ა. გ. / 40.500° ჩ. გ. 40.500° ა. გ. / 40.500; 40.500
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი ქაჩქარი
სიმაღლე 3937 
ფართობი 124 281 კმ²
სიგრძე 976 კმ
სიგანე 303 კმ
პონტოს მთები — თურქეთი
პონტოს მთები

ცნობილი რუსი კარტოგრაფი იერონიმ სტებნიცკი XIX საუკუნეში პონტოს მთებზე წერდა, რომ პონტოს ქედი ესაა იმ მთების ერთობლიობა, რომელიც აზიდულია მდინარე ჭოროხის შავ ზღვაში ჩადინების ადგილიდან და გადაჭიმულია ვიდრე მდინარე იეშილ-ირმაკის შავ ზღვაში შერთვამდე[კ 1].

ლიტერატურა

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1.  
    „Подразумевая под названием хребта одно цельное в орографическом отношении, т. е. непрерывную цепь гор начинающуюся и оканчивающуюся небольшими возвышениями, а также представляющих общность и по внутреннему геологическому составу, Понтийским хребтом следует называть тот хребет, который непрерывно тянется по южному берегу Чёрного моря, от устьев р. Иешил-ирмака до устьев Чороха. За Иешил-ирмаком, к городам Самсуну и Барфе, и за низовями Кизил-ирмака, к Синопу и далее на западе по южному берегу Черного моря, продолжается также ряд возвышенностей меловой формации; но в орографическом отношении правильнее принять понтийский хребет в назначенных выше пределах“
    (И. Стебницкий, «Понтийский хребет», Известия Кавказского Отдела Императорского русского географического общества. №7, 1882 г. 52-62 ст.)