აღმოსავლეთ პონტოს მთები
აღმოსავლეთ პონტოს მთები (თურქ. Doğu Karadeniz Dağları) — ქედების სისტემა თურქეთსა და საქართველოში. წარმოადგენს პონტოს მთების აღმოსავლეთ ნაწილს. გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, დასავლეთით — მდინარე მელეთიდან აღმოსავლეთით — მდინარე ჭოროხის ხეობამდე.[1] სიგრძე 500 კმ-ზე მეტი, სიგანე 50–110 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3937 მ (მთა ქაჩქარი). შედგება გირესუნის, გიუმიუშანეს, ზიგანის, ტრაპიზონისა და ჭანეთის ქედებისაგან. წარმოიქმნა ალპური დანაოჭების შედეგად. გეოლოგიური თვალსაზრისით, ნაოჭა-ლოდა მთებია, რომელიც დანაწილებულია მრავალრიცხოვანი განივი რღვევებით. მაღალ მწვერვალებზე არის თანამედროვე გამყინვარება. აგებულია კრისტალური, მეტამორფული და ვულკანური ქანებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ჩრდილოეთ კალთებზე წელიწადში 3000 მმ.[2]
აღმოსავლეთ პონტოს მთები | |
---|---|
დენიზის ტბა ქაჩქარზე | |
კოორდინატები: 40°30′00″ ჩ. გ. 40°00′00″ ა. გ. / 40.50000° ჩ. გ. 40.00000° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი საქართველო |
უმაღლესი წერტილი | ქაჩქარი |
სიმაღლე | 3937 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 110 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Doðu Karadeniz Daðlarý | Ekocoðrafya
- ↑ Бойнагрян В. Р. Геоморфология Армянского нагорья, Ереван, 2016. — 650 с.