დენიზის ტბა
დენიზის ტბა (თურქ. Deniz Gölü) — მყინვარული წარმოშობის ტბა თურქეთში, ართვინის პროვინციაში. მდებარეობს ჭანეთის ქედზე, მწვერვალ ქაჩქარზე, ზღვის დონიდან 3384 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 750 მ²,[1] მაქსიმალური სიღრმე 60 მ. ტბის დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 150 მ-ს. ყინულით დაფარულია 10 თვის განმავლობაში. ყინულისგან თავისუფლდება ზაფხულში.[2] ტბისკენ მიდის ერთი საფეხმავლო მარშრუტი სოფელ იაილალარიდან.[3]
დენიზის ტბა | |
---|---|
დენიზის ტბა | |
კოორდინატები: 40°49′03″ ჩ. გ. 41°09′37″ ა. გ. / 40.8176611° ჩ. გ. 41.1603111° ა. გ. | |
მდებარეობა | თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | ართვინის პროვინცია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3384 მ |
ფართობი | 0,00075 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 60 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kaçkar Dağında Buzul Şekilleri
- ↑ Kaçkar'a Dalmak. kesfetmekicinbak.com
- ↑ Çamlıhemşin Gölleri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-29. ციტირების თარიღი: 2018-03-29.