ყიზილ-ირმაქი (თურქ. Kızılırmak, „წითელი მდინარე“; ძვ. ბერძნ. Ἅλυς, ჰალისი) — მდინარე თურქეთში, სათავე აქვს ყიზილ-დაღის მთებში. მიედინება ანატოლიის ზეგანზე. ერთვის შავ ზღვას და ქმნის დელტას. სიგრძე 1350 კილომეტრი. აუზის ფართობი 77 ათ. კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.

ყიზილ-ირმაქი
ქვეყანა თურქეთი
სათავე ყიზილ-დაღის მთები
სიგრძე 1350 კმ
აუზის ფართობი 77 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ყიზილ-ირმაქი ვიკისაწყობში

ნ. მარის თანახმად ყიზილ-ირმაქის თავდაპირველი სახელწოდება „ჰალისი“ მომდინარეობს ჭანური ენიდან, რაც ჭანურად მდინარეს ნიშნავს.[1]

მდინარის ნაპირებზეა ქალაქები: სივასი და ბაფრა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. მარი ნ., „Из поездки в Турецкий Лазистан“ (Впечатления и наблюдения), გვ. 607