იერონიმ სტებნიცკი
იერონიმ სტებნიცკი (რუს. Иероним Иванович Стебницкий; დ. 30 სექტემბერი (12 ოქტომბერი), 1832, ვოლინის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 29 იანვარი (10 თებერვალი), 1897, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — წარმოშობით პოლონელი, რუსი გეოდეზისტი და კავკასიის მკვლევარი.
იერონიმ სტებნიცკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 (24) ოქტომბერი, 1832 |
დაბ. ადგილი | Volianshchina[1] |
გარდ. თარიღი | 10 (22) თებერვალი, 1897 (64 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
დასაფლავებულია | სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | გეოლოგი, კარტოგრაფი, ოფიცერი[2] , გეოგრაფი[2] , გეოდეზისტი[2] , transportation engineer[2] და geodesist[2] |
მუშაობის ადგილი | პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მეუღლე | Q123262912? |
შვილ(ებ)ი | Olga Ieronimovna Kapitsa |
ჯილდოები | კონსტანტინეს მედალი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიერონიმ სტებნიცკი დაიბადა 1832 წელს ვოლინის გუბერნიაში. 1852 წლიდან იგი ინჟინერთა კორპუსის გზათა ინსტიტუტში სწავლობდა, 1855 წლიდან ნიკოლოზის საიმპერატორო აკადემიის გენერალურ შტაბში, მოგვიანებით კი პულკოვოს ობსერვატორიაში იძენდა გამოცდილებას. 1858-1859 წლებში იგი რუსეთის იმპერიის გენერალურ შტაბში მუშაობდა.
ი. სტებნიცკის ნამდვილი სამეცნიერო და შემქმედებითი სამუშაო 1860-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც იგი იოსიფ ხოდზკოს თანაშემწედ დაინიშნა. 1867 წლიდან სტებნიცკი კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი, 1885 წლიდან კი, მთავარი შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული შტაბის უფროსი გახდა.
თავისი მასწავლებლისა და აღმზრდელის იოსიფ ხოდზკოს მსგავსად, სტებნიცკი საველე სამუშაოების უდიდეს ნაწილს თავად ასრულებდა. ცნობილია ისიც, რომ კავკასიონის მთავარ ქედზე უმნიშვნელოვანესი მწვერვალების სიმაღლე, თვით ყაზბეგის ჩათვლით, მის მიერ არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ ი. სტებნიცკი ტფილისის საქალაქო სათათბიროს ხმოსანი იყო და მისი მონაწილეობით გადაიჭრა 1880-იანი წლებში თბილისის წყალგაყვანილობისა და ქალაქის კეთილმოწყობის მრავალი სხვა საკითხი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მანია მ., თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია : ისტორია და არქიტექტურა, თბილისი, 2010, ISBN 978-9941-0-2174-9.
- Житков С. М. Иероним Иванович Стебницкий. Биографический очерк. — СПб., 1898.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Стебницкий Иероним Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Czech National Authority Database