დადაშენის ეკლესია
დადაშენის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საქართველოს ისტორიულ მხარე კოლაში, დღევანდელ თურქეთში, სოფელ დადაშენში. ნაშენებია მთის თავზე და გადაჰყურებს მტკვრის სათავეს.
დადაშენის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°54′18″ ჩ. გ. 42°32′04″ ა. გ. / 40.9050583° ჩ. გ. 42.5344917° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი |
ადგილმდებარეობა | კოლა |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | IX-X საუკუნეებით |
დეტალები
|
შენობა შემორჩენილი ნაწილების მიხედვით ბაზილიკის ტიპისაა, საკმაოდ დიდი ზომის, აღმოსავლეთით ხუთკუთხა შვერილი აფსიდით. საკურთხევლის ფორმა მკვეთრად ნალისებრია. საკურთხევლის გვერდებზე, ვიწრო გვერდითა ნავების აღმოსავლეთ ნაწილებში სწორკუთხა პასტოფორიუმებია. ეკლესია თავის დროზე შიგნიდანაც და გარედანაც შეძერწილი იყო მოწითალო თლილი ქვებით, რომლებიც შენობის დანგრევის შემდეგ სოფელში ჯამეს ასაშენებლად გამოიყენეს. ნაგებობდან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, რომელიც მთლიანად შემოძარცვულია.
ტაძრის გარშემო შეინიშნება ნაგებობათა კვალი და დიდი რადიუსის მქონე გალავანი თავისი კარიბჭით, რომლის კედლის ნანგრევებში შემორჩენილია კერამიკული მილები. აქვე მდგარა ოთხკუთხედის ფორმის კოშკები.
1907 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც ეკლესია კათედრალად მიიჩნია და IX-X საუკუნეებით დაათარიღა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს — პარიზი, 1938. გვ.10-12.