დადაშენი (თურქ. Dedeşen) — სოფელი თურქეთში, არტაანის პროვინციის გიოლეს რაიონში. საქართველოს ისტორიულ მხარე კოლაში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

ისტორია რედაქტირება

სოფელში იყო საეპისკოპოსო კათედრა. ქვიტკირის კედლით შემოზღუდულ გორაკზე აღმართული იყო მოწითალო თლილი ქვით ნაგები დიდი გუმბათიანი დადაშენის ეკლესია. 1843 წელს ეკლესია უკვე დანგრეული იყო. მისი ქვებით სოფელში ჯამე აუშენებიათ. 1907 წელს დადაშენი მოინახულა და მისი სიძველეები შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი მიიჩნევს რომ ეკლესია აშენებულია IX-X საუკუნეებში, იმ დროს, როდესაც ბაგრატიონების რეზიდენცია ჯერ კიდევ არტანუჯი იყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჭეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 247.
  • დაბრუნება, ტ. I, თბ., 1991
  • ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“, პარიზი, 1938, გვ. 10-12