სტეფანოზ II
სტეფანოზ II — ქართლის მთავარი (639–663) და კახეთის ერისმთავარი; პატრიციელი (637/642–≈650). ადარნასე I-ის ძე.
მას დაუსრულებია მცხეთის ჯვრის ეკლესიის მშენებლობა, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია მისი რელიეფური გამოსახულება. მას ჯუანშერი ახასიათებს ენერგიულ და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ. მემატიანეს სიტყვით იყო „განმწმენდელი სჯულისა, მაშენებელი ეკლსიათა“. სუმბატის გადმოცემით, ჯვრის მონასტრის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიწვია ჯვრის კრება. მის დროს ქართლი აღიწერა, შედეგები კი ბიზანტიაში გაიგზავნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 567.
- მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
წინამორბედი: ადარნასე I |
ქართლის ერისმთავარი 639 — 663 |
შემდეგი: გუარამ II |