ვარზაჰანი
ვარზაჰანი — XII საუკუნის ეკლესია და ნამონასტრალი სოფელ უღრაკთან (ყოფილი ვარზაჰანი), ბაიბურთიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ-ში, აღმოსავლეთ თურქეთში.
ვარზაჰანი | |
1911 | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°19′19″ ჩ. გ. 40°07′33″ ა. გ. / 40.32194° ჩ. გ. 40.12583° ა. გ. |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ბაიბურთი |
ადგილმდებარეობა | სოფ. უღრაკის მახლობლად. |
ფუნქციური სტატუსი | დაანგრიეს 1920-სა და 1950 წლებს შორის. [1] |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XII სკ. |
ისტორია
რედაქტირებაშუა საუკუნეებში ამ სახელწოდების დასახლება არსებობდა ბაიბურთიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ისტორიულ კუთხე სპერში. XVIII საუკუნეში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ სომხები, რომელთაც ოსმალეთის იმპერიამ გენოციდი მოუწყო. ამავე პერიოდში უნდა დაზიანებულიყო მონასტერიც. 1849 წელს ტრაპიზონიდან მოსულამდე მოგზაურობის შემდგომ, ბრიტანელმა არქეოლოგმა ოსტინ ჰენრი ლეიარდმა მოიხსენია ვარზაჰანის ნანგრევები ერთადერთ ღისშესანიშნაობად, რომელსაც იგი თავის გზაზე შეხვდა.
XIX საუკუნის ბოლოს ამ მხარეებში იმოგზაურა ფრანგმა მეცნიერმა, მხატვარმა და ენტომოლოგმა თეოფილე დეიროლმა, რომელმაც მოგვიანებით გამოქვეყნებულ თავის გრავიურებში ვარზაჰანისა და მახლობელ ბეშ ქილისეს ეკლესიებს ქართული უწოდა.[2]
გალერეა
რედაქტირება-
თეოფილე დეიროლის გრავიურა. "Ruines d'eglise Georgienes". (ქართველთა ეკლესიის ნაშთები ბეშ ქილისეში, ბაიბურთთან)[2]
-
თეოფილე დეიროლი "Ruines d'eglise Georgienes". (ქართველთა ეკლესიის ნაშთები ბეშ ქილისეში, ბაიბურთთან)[2]
-
თეოფილე დეიროლი "Eglise Georgiene". (ქართული ეკლესია - ვარზაჰანი)[2]
-
ჰენრი ლინჩის 1898 წლის ფოტო. სასაფლაო.
-
ერთ-ერთი ნატაძრალის ჩანახატი.