ლექსორის მონასტერი
ლექსორის მონასტერი — შუა საუკუნეების მონასტერი ტაოში, ბარდისის ხეობაში. 1907 წელს მოინახულა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. არ არის ამ სახელით მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში. სავარაუდოდ მცხეთის საბუთებში მოხსენიებული კოპასძეთა საკუთრებაში არსებული მონასტერია.
ექვთიმემ ადგილზე აღწერა 6 მცირე ეკლესია და ერთი მთავარი ტაძარი, რომელიც ეკვდერებმიშენებულ ერთნავიან ბაზილიკად მიიჩნია, თუმცა სხვა მოსაზრებით სამეკლესიანი ბაზილიკაა, ზომებით 12 მ. სიგრძეში, 13 მ. სიგანეში. ბაზილიკის ეს ტიპი უცნობია რეგიონის არქიტექტურისთვის და შეიძლება ძეგლზე საქართველოს იმ მხარეების გავლენაზე მიუთითებდეს, სადაც ისტორიულად გავრცელებულია. მთავარ ტაძარს VIII-IX საუკუნეებით ათარიღებენ. ოდესღაც მოხატული იყო. მის კედლებზე დაფიქსირებულია ქართული, ბერძნული და სომხური ნაჩხაპნი წარწერები.
კომპლექსიდან ყველაზე უკეთ ერთ-ერთი მომცრო დარბაზული ტაძარია შემონახული. ათარიღებენ X საუკუნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გივიაშვილი ი. ბარდუსის ხეობის არქიტექტურული მემკვიდრეობის წინასწარი მიმოხილვა // სამეცნიერო პარადიგმები.-თბ., 2009.-გვ.658-662.
- ე.თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს // saunje.ge (დაარქივებული ვერსია)