ახალთა
ახალთა (თურქ. Ahalta) — დასახლება ისტორიული ტაოს რეგიონში. სახელწოდება სუფთა ქართულია და მომდინარეობს სიტყვიდან „ახალი“. თურქულში შევიდა როგორც Ahalta. მოგვიანებით იგი გახდა ქალაქ იუსუფელის უბანი ევრენის სახელით.[1]
ისტორია
რედაქტირებაახალთა მდებარეობს ტაოში, რეგიონში, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს კუთვნილება იყო. ოსმალეთის იმპერიამ აღნიშნული ტერიტორია XVI საუკუნის შუა ხანებში დაიკავეს. ამ პერიოდიდან შემორჩენილია ჭალის ეკლესია და ჰამზეთის ეკლესია, რომლებიც ახალთის ქართული ეკლესიებია.[2][3]
ახალთა XIX საუკუნის II ნახევარში ტრაპიზონის გუბერნიის ლაზისტანის სანჯაყის ლივანეს რაიონის ერთ-ერთი სოფელი იყო. იგი მოხსენიებულია სოფელ ოღდემთან ერთად 1876 წლის ტრაპიზონის გუბერნიის წიგნში. ამ ჩანაწერის მიხედვით, ამ ორი დასახლების მოსახლეობა 10 კომლის და 27 კაცისგან შედგებოდა. ოსმალეთის ადმინისტრაცია იმ დროს მხოლოდ მამრობითი სქესის მოსახლეობას აღნუსხავდა. თუკი იმდენივე ქალს დავამატებთ რამდენი კაციც სახლობდა, გამოდის, რომ სოფლების ოღდემისა და ახალთის მოსახლეობა დაახლოებით 54 კაცისგან შედგება. იმავდროულად, ამ ორ დასახლებაში დაფიქსირდა 30 დასაბეგრი ხარი, 40 ძროხა და 3 ცხენი.[4]
როდესაც ქალაქი ლივანე ოსმალეთის იმპერიამ 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დადებული ბერლინის ხელშეკრულების შესაბამისად დაუთმო რუსეთის იმპერიას, ახალთა ისევ შეუერთდა სოფელ ქისქიმს. 1828 წელს სოფელი ახალთა მიეკუთნებოდა იუსუფელს სახელწოდებთ ოქდემ-ახალთა.[5] 1940 წლის საყოველთაო აღწერისას ახალთა დარეგისტრირებული იყო, როგორც ცალკეული სოფელი ჭოროხის პროვინციის იუსუფელის რაიონში და აქ სახლობდა 546 ადამიანი.[6] 1950 წლის 11 თებერვალს სოფელ ოღდემიდან ადმინისტრაციული ცენტრის გადატანის შედეგად ახალთა იუსუფელის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა და იუსუფელის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს ამ დროს ეწოდა „იუსუფელი“.[7] ახალთას ეწოდა „ევრენი“ და გახდა ქალაქ იუსუფელის უბანი.[8]
ახალთა (იუსუფელის უბანი „ევრენი“) ქალაქ იუსუფელთან ერთად 2023 წელს იუსუფელის კაშხლის მშენებლობის შემდეგ წყლით დაიფარა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 70, ISBN 978-605-5708-85-6.
- ↑ ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბილისი, 2017, გვ. 72 ISBN 978-9941-9470-8-7
- ↑ Taner Artvinli, Yusufeli Külliyâtı, İstanbul, 2013, 2 cilt, 1. Cilt, s. 121, 126, ISBN 978-605-86248-1-8.
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 358-359, ISBN 9789157871117.
- ↑ Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 82.
- ↑ 1940 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1946, s. 170.
- ↑ Yusufeli İlçesi Merkezinin Öğdem'den Ahalt'a kaldırılması ve bu merkeze Yusufeli aldı verilmesi hakkında Kanun. T.C. Resmî Gazete (16 Şubat 1950). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Temmuz 2020.
- ↑ Taner Artvinli, Yusufeli Külliyâtı, İstanbul, 2013, 2 cilt, 1. Cilt, s. 107-108, ISBN 978-605-86248-1-8.