ჭალის ეკლესია (იუსუფელი)
ჭალის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ისტორიული ტაოს ქალაქ იუსუფელის გარეუბანში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, განეკუთვნება IX-XI საუკუნეებს. ტაძარში შემორჩენილია ფრესკები.[1]
განირჩევა ფრესკული წარწერების კვალიც. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ტაძარი 2023 წელს იუსუფელის ადგილზე აგებული წყალსაცავის ფსკერზე მოექცევა.