თურქაშენის ეკლესია
თურქაშენის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საქართველოს ისტორიულ მხარე კოლაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ თურქაშენთან (დღევანდელი იიღითქონაღი). ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით X საუკუნით ათარიღებენ.
თურქაშენის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°56′28″ ჩ. გ. 42°34′55″ ა. გ. / 40.9411833° ჩ. გ. 42.5821139° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი |
ადგილმდებარეობა | კოლა |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | X საუკუნე |
დეტალები
|
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია კარგად თლილი, ფერადი ქვებით. ჰორიზონტალები დაცულია. შენობის გადახურვა ჩამოქცეულია. აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების შუა ნაწილები გამონგრეულია. აფსიდში სარკმლის აქეთ-იქით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. დარბაზს სამხრეთით ჰქონდა კარი, დასავლეთით – სარკმელი. დარბაზი წყვილი პილასტრით ორად იყოფა.