ფარნაკის ციხე — ციხესიმაგრე დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ერზერუმის პროვინციაში, შენკაიის რაიონში, სოფელი ფარნაკის ჩრდილოეთით, ისტორიულ მხარე იმიერ-ტაოში, მდინარე და ოლთისის ორივე ნაპირზე.

მისი მდებარეობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც 1907 წელს ესტუმრა აღნიშნულ მხარეს, წერს:

ვიკიციტატა
„ფარნაკი მდებარეობს ოლთისის წყლის ორთავე ნაპირზე, იქ, სადაც ბანის წყალი ერთვის ოლთისის წყალს. აქ ორივე ფრიად მაღალ კლდოვან ნაპირზე ოლთისის წყლისათითო ციხეა გაშენებული.[1]

ფარნაკის ციხე მოთავსებულია მდინარის მარცხენა ნაპირზე, ვიწროდ წაგრძელებულ კლდოვან გორაკზე, რომელიც ირგვლივ შემოზღუდულია მაღალი ქვითკირის კედლებით. ციხის დასავლეთ ნაწილში მოთავსებულია გუმბათოვანი პატარა ეკლესია.

ფარნაკის ციხე თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. გენგიური, კუპელჰალე, თბ., 2005
  • დაბრუნება, ტ. 1, ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფ. ჩანგლში 1907 წელს.“ თბ., 1991

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაბრუნება, ტ. 1, ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფ. ჩანგლში 1907 წელს.“ თბ., 1991 წ. გვ. 352