ფარნაკის ეკლესია
ფარნაკის ეკლესია — ეკლესია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ერზერუმის პროვინციაში, შენკაიის რაიონში, სოფელი ფარნაკის ჩრდილოეთით, ისტორიულ მხარე იმიერ-ტაოში, მდინარეების ბანასა და ოლთისის შესართავთან.
მის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც 1907 წელს ესტუმრა აღნიშნულ მხარეს, წერს:
ეკლესია კუპელჰალეს ტიპის მარტივი ვარიანტია. გუმბათი აღმოსავლეთ აფსიდის კუთხეებს ეყრდნობა, დასავლეთით – გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილთა ერთ წყვილს. ე. თაყაიშვილი აღნიშნავს გუმბათის ყელის რამდენიმე თავისებურებას: ეს არის გუმბათის ყელის ოთხწახნაგა ფორმა; აგრეთვე აფრების უქონლობა და გუმბათში ოთხი, თანაც წრიული ფორმის სარკმლის გაჭრა. ეკლესია აგებული ყოფილა ტლანქად ნათალი წითელი ქვებით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ფარნაკის ეკლესია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. გენგიური, კუპელჰალე, თბ., 2005
- დაბრუნება, ტ. 1, ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფ. ჩანგლში 1907 წელს.“ თბ., 1991
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფარნაკი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაბრუნება, ტ. 1, ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფ. ჩანგლში 1907 წელს.“ თბ., 1991 წ. გვ. 352-353