ერუშეთის ეკლესია — ნატაძრალი ისტორიულ ერუშეთში და პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში,[1] მდებარეობს დღევანდელი თურქეთის არტაანის პროვინციის ჰანაქის რაიონში, სოფელ ოღუზიოლუს (ქართ. ერუშეთი) მახლობლად. ააშენეს IV საუკუნეში მირიან მეფისათვის კონსტანტინე დიდისაგან წარმოგზავნილმა ხუროებმა. ამავე საუკუნის 60-70-იან წლებში შეამკო მეფე მირდატმა. ვახტანგ გორგასალმა ტაძარი საეპისკოპოსო კათედრად აქცია.

ერუშეთის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°15′23″ ჩ. გ. 42°57′52″ ა. გ. / 41.256472° ჩ. გ. 42.964639° ა. გ. / 41.256472; 42.964639
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია არტაანი
მუნიციპალიტეტი ჰანაქის რაიონი
ადგილმდებარეობა სოფ. ოღუზიოლუ (ქართ. ერუშეთი)
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება IV სკ.
დეტალები
მასალა ქვა

ეკლესია იყო ადრეული ბიზანტიური ბაზილიკის ფორმის. ჰქონდა სამი მოგრძო ნავი, მინაშენით დასავლეთით. სამივე ნავი შვერილი აფსიდებით ბოლოვდებოდა. კედლები კარგად თლილი ქვის კვადრებით იყო ნაგები. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ეკლესია მოხატული იქნებოდა, რადგან მხატვრობის კვალი მან დასავლეთი კედლის სარკმლის წირთხლში დააფიქსირა. შესასვლელები ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით ჰქონდა, დიდი თაღოვანი სარკმლები კი – აღმოსავლეთით, საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში. აღმოსავლეთ სარკმელს თაყაიშვილის 1902 წლის მოგზაურობის დროს შერჩენილი ჰქონდა გადანაკეცებიანი თავსართი, ზედა სართულის გასანათებლად მის თავზე მრგვალი სარკმელიც იყო.

ახლა თითქმის მთლიანად დანგრეულია. მიწის ზემოთ მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის რკალიღა იკითხება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება