მირიან III, მირეანი, მერიბანიქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306–337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. 337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

მირიან III
მირეანი, მერიბანი

ႩႣ ႫႤႴႤ ႫႨႰႨႠႬႨ
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 265–342[1]
284–361[2]
წინამორბედი: ასფაგური
მემკვიდრე: ბაქარ I
გარდ. ადგილი: მცხეთა
მეუღლე:
შვილები: რევი
ბაქარი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ლევი

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება“ კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“ დაარქივებული 2023-01-16 საიტზე Wayback Machine. , გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. დ.
  2. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Chosroids: 22. Meribanes/Mirian III. pp. 21–24.
  3. მირიან III. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
წინამორბედი:
ასფაგური
იბერიის მეფე
265–342
შემდეგი:
ბაქარ I